ნინო ქადაგიძე სასამართლოში რაიმე კლანის არსებობას გამორიცხავს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე სასამართლოში რაიმე კლანის არსებობას გამორიცხავს.

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში, მისი არჩევის შემდეგ განუცხადა, ის დებს პირობას, რომ ნებისმიერი ზეწოლის შესახებ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, საზოგადოებას აცნობებს.

„გამოვრიცხავ რაიმე კლანის არსებობას სასამართლოში. ჩვენ იურისტებს გვიყვარს ფაქტებით საუბარი და როცა ოპოზიცია ამაზე საუბრობს, ვთხოვ, რომ რამე შესაბამისი არგუმენტები ამის თაობაზე დადონ. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე არგუმენტი იქნება დადებული, რომელიც მე ვინმესთან დამაკავშირებს, მაშინ კიდევ უფრო დაწვრილებით და დეტალურად გავცემ პასუხებს.

მე როცა გავაცნობიერე, რა თანამდებობასაც ვიკავებდი, ჩემი ძირითადი მიზანი იყო, დავიცვა ნებისმიერი ჩემი კოლეგა, ნებისმიერი გავლენისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს ზეგავლენები და ზემოქმედება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ნებისმიერი ზეწოლის ფაქტი იქნება გაჟღერებული, რის პირობას ვაძლევ საზოგადოებს. მე არ მსურს გავცე დაპირებები. როგორც იტყვიან „საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო“ და ამას ვეცდები გაწეული მოღვაწეობით“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ამასთან, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ გარკვეული პრობლემები შეიძლება იყო კანონმდებლობის თვალსაზრისით, მაგრამ დღესდღეობით საქართველოს კონსტიტუციით მოსამართლეები ზეგავლენისგან დაცულები არიან.

„მოსამართლეებისთვის შექმნილია იმდენად მაღალი სტანდარტები დაცვის, რომ თითოეული ჩვენი მოსამართლე ვფიქრობ, კანონით არის დაცული ამ გავლენებისგან. ჩვენ ახლა ვყალიბდებით როგორც სასამართლო, ჩვენ ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს. ჩვენ არ გვქონდა დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია, ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოება ყოველწლიურად უფრო და უფრო მაღალი ხარისხის მართლმსაჯულებას მიიღებს“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ