რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს ჩრდილიდან და თქვას, რას აპირებს ამ მძიმე ვითარებაში

როცა მთავრობა არის მარიონეტი, ელოდება იმ ადამიანისგან დავალებას, რომელიც არ ჩანს და ჭუჭრუტანიდან აკვირდება მიმდინარე პროცესებს, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს შეუშლის ეფექტიანად ამ კრიზისის დაძლევას ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში პირველ რიგში საჭიროა მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ლარისა და ინფლაციის სტაბილიზაციისთვის იმოქმედონ.

„მთავრობის ერთ-ერთი დიდი საზრუნავი უნდა იყოს უმუშევრად დარჩენილი ასეულ ათასი ადამიანის ბედი. ერთია, როცა იღებ მკაცრ ზომებს, წყვეტ ეკონომიკის რომელიღაც სეგმენტის მუშაობას, მათ შორის სატრანსპორტო სექტორში და მეორეა ის, რომ ეს ადამიანები ფაქტობრივად რჩებიან ბედის ანაბარა, ყოველდღიური შემოსავლის გარეშე, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს მთავრობამ დამატებით ეკონომიკური ზომები. ის, რაც გამოცხადა ერთი კვირის წინ და მხოლოდ ტურიზმის სექტორს ეხებოდა, არ არის შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად, ამიტომ ჩვენ ველოდებით მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან დაუყონებლივ ნაბიჯებს, პირველ რიგში, ლარისა და ფასების სტაბილიზაციის თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, საქართველოში ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის ქვეყნის სისტემის უმართაობა, არაფორმალური მმართველობა აზიანებს ყველაფერს. როცა ქვეყანა არ იმართება კონსტიტუციურად და მთავრობა არის მარიონეტი, ელოდება იმ ადამიანისგან დავალებას, რომელიც არ ჩანს და ჭუჭრუტანიდან აკვირდება მიმდინარე პროცესებს, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს შეუშლის ეფექტიანად ამ კრიზისის დაძლევას. კეთილი ინებოს და ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს თავისი პარტიის სახელით და განაცხადოს, თუ რა ღონისძიებას მიმართავს პარტია. ადამიანები, რომლებიც დღეს ელაპარაკებიან ხალხს, წარმოადგენენ ნომინალურ, ბუტაფორიულ ფიგურებს, რომელთა მიმართ საზოგადოებას არ აქვს ნდობა. გამოვიდეს ჩრდილიდან, თქვას, რას აპირებს ამ მძიმე ვითარებაში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძე ასევე გამოეხმაურა საკარანტინო და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის მოსალოდნელ სანქციების დაწესებას და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას სწორად მიიჩნევს.

„კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები ახალ ეტაპზე გადადის მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში, ამიტომ ხელისუფლების ქმედებები არ უნდა იყოს უკან მიდევნებული ლამპარივით, პირიქით ხელისუფლება უნდა აკეთებდეს წინმსწრებ ნაბიჯებს, რათა მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული უარესი შედეგებისგან. სასწარაფოდ არის გასამკაცრებელი პოლიტიკა, მათ შორის, სწორად მიგვაჩნია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაც და იმ ადამიანების მიმართ ადმინისტრაციული, ფინანსური, ასევე სისხლის სამართლებრივი სანქციების დაწესებაც, რომლებიც უხეშად დაარღვევენ კარანტინის რეჟიმს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა