ფინანსთა მინისტრი - მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი კორონავირუსის გამო არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ.

დღეს, ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაქერმა ერთობლივ განცხადება გააკეთეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები, რის შედეგადაც მაჭავარიანი სერიოზული დახმარების მობილიზებას მოელის.

„მოგეხსენებათ, მსოფლიო საკმაოდ დიდი გლობალური შენელების პირას დგას. ყველაზე დიდ დარტყმას პირველ რიგში ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე ნეგატიური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს. ესაა ნავთობის ფასების კოლაფსი. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ. ამ დღეებში კომუნიკაცია გვვქონდა ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთად შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ კომპლექსურ ღონისძიებებს. ამ ეტაპზე ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც რეალურად იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო. ვგეგმავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზრდას და მოლაპარაკებები გვაქვს სხვა დონორ ორგანიზაციებთან და შესაძლებელი იქნება სერიოზული დახმარებების მობილიზება“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა