დისტანცირებულ სწავლებაზე გადასვლის პერიოდში, სილქნეტის „საშინაო სკოლა“ მეტად ხელმისაწვდომი გახდა

სილქნეტმა COVID-19-ის საქართველოში გავრცელების პირველივე დღეებიდან ოპერატიულად მიიღო ყველა საჭირო ზომა როგორც შრომის უსაფრთხოების წესების დასაცავად, ასევე მომხმარებლის უსაფრთხო და კომფორტული მომსახურებისთვის.

ამისათვის, სილქნეტი თავის აბონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ საშუალებებსა და დისტანციურ/ონლაინ სერვისებს, რომლებიც ხელს შეუწყობს, ამ პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის უსაფრთხო და კომფორტულ ყოფას სახლებში, სილქნეტის მობილური და ფიქსირებული სერვისების მეშვეობით, შესაძლებელია გაეცნონ ახალ ამბებს, უყურონ მონატრებულ ფილმებს და სერიალებს, იყვნენ ონლაინ კავშირზე ახლობლებთან და მეგობრებთან.

დისტანცირებული სწავლების პერიოდში, სილქნეტი სრულიად უფასოდ სთავაზობს სკოლის მოსწავლეებს სასწავლო-საგანმანათლებლო პროდუქტს „საშინაო სკოლას“. ეს პლატფორმა ხელმისაწვდომია როგორც Silk TV-ში, ასევე პორტალზე silkschool.ge და youtube-ზე. მისით სარგებლობა ყველას შეუძლია. მეტი სიმარტივისთვის კი, გაუქმდა რეგისტრაციის აუცილებლობა.

„საშინაო სკოლა“ მოიცავს 1–დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო-გაკვეთილებს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა-ქიმიის, ინგლისური ენის გაკვეთილების სრულ სასწავლო კურსს. თითოეული გაკვეთილი ინფორმაციული ხასიათისაა და 15–20 წუთს გრძელდება. მარტივი მენიუ საშუალებას აძლევს მოსწავლეს იოლად მოძებნოს სასურველი საგანი და თემა, გამოიყენოს გადახვევის და დაპაუზების ფუნქცია და ინდივიდუალურად მიიღოს ცოდნა.

ისწავლე სილქნეტთან ერთად.

#სილქნეტიზრუნავს

მომსახურების ცენტრში მისვლის გარეშე, აბონენტს თითქმის ყველა სერვისის მიღება და გაააქტიურება შეუძლია. ამისათვის, სილქნეტის ეს საშუალებები მომხმარებლის სამსახურშია:

აპლიკაცია my silknet

USSD Menue *100OK

ინტერნეტ პაკეტები - *135#ok

ცხელი ხაზი - 2100100

ვებ-ჩატი (ონლაინ დახმარება) და ფეისბუქის მესინჯერი - მივუთითოთ საათები

ვებ გვერდი

სილქ გო

(დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ ვებ გვერდი www.silknet.com და Facebook-ის გვერდი Silknet - სილქნეტი).

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ინსტალატორების ჯგუფი სათანადო ეკიპირებით გამოცხადდებიან თქვენთან, ისე, რომ მათი სტუმრობა იყოს უსაფრთხო როგორც სილქნეტის თანამშრომლების, ასევე თქვენი ჯანმრთელობისთვის.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო