რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, დღის განმავლობაში კლინიკა 11-მა პაციენტმა დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შორის ერთი ადამიანი ბინაზე გაეწერა, ხოლო 10 თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი თქმით, სამი პაციენტის ანალიზის პასუხი უკვე ცნობილია და სამივე ნეგატიურია.

„დილისთვის იყო 44 პაციენტი და დღის განმავლობაში კლინიკა 11-მა პაციენტმა დატოვა, აქედან ერთი ბინაზე გაეწერა, რადგან დაკვირვების ყველანაირი ვადა გაუვიდა. დანარჩენი 10 თვითიზოლაციაში გადავიდა. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ამჟამად არიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ საღამოს გითხარით, რომ სამი პაციენტის ანალიზს ველოდებოდით, დაგვიდასტურეს, რომ სამივეს შემთხვევაში, ტესტი ნეგატიურია“,- განმარტავს გოფოძე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს