გაეროს შტაბ-ბინაში მომუშავე ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გაეროს კორესპონდენტთა ასოციაცია ერთ-ერთი ჟურნალისტის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ იუწყება და ორგანიზაციის ნიუ-იორკის შტაბ-ბინის ხელმძღვანელობისგან ორი სართულისა და ბრიფინგების ოთახის გაწმენდას ითხოვს.

„ტესტმა აჩვენა, რომ ასოციაციის ერთ-ერთ წევრს ახალი კორონავირუსი აქვს. ანალიზის პასუხი 17 მარტს გახდა ცნობილი“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ასოციაციამ ჟურნალისტებს დაუგზავნა.

დაავადებულს ინფექცია მსუბუქ ფორმაში გამოუვლინდა და ექიმების ინსტრუქციის შესაბამისად, საკუთარ სახლში გადის თვითიზოლაციის პერიოდს.

აღნიშნული ჟურნალისტი გაეროს შტაბ-ბინაში ბოლოს 12 მარტს იმყოფებოდა და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ბრიფინგს დაესწრო, იყო დელეგატების ოთახში და მესამე სართულზე განთავსებულ პრესის თანამშრომელთა ზონაში. მას სიმპტომები 13 მარტს გამოუვლინდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდგინდა გაეროში ფილიპინების მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომელს და შტაბ-ბინის სამდივნოს თანამშრომელს. ორივე მათგანი კარანტინშია.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ