საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია - მიწის კაზინოები, ტოტალიზატორები და სლოტ კლუბები დროებით იხურება

კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალი კომპანიები მიწის კაზინოებს, ტოტალიზატორებსა და სლოტ კლუბებს დროებით ხურავენ. ამის შესახებ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„Covid19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი და კროკობეთი) გაითვალისწინა პრემიერის რეკომენდაცია და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ასევე პრევენციის მიზნით 18 მარტიდან ყველა არსებული მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს