„MS ჯგუფის“ დამფუძნებლები შუქრი და ლექსო ბურჭულაძეები განცხადებას ავრცელებენ

„MS ჯგუფის” დამფუძნებლები შუქრი და ლექსო ბურჭულაძეები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი კომპანიის თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ცუდ ხუმრობას, როდესაც მან ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

ასევე კომპანიის დამფუძნებლების ინფორმაციით, აღნიშნული შეტყობინება არ შეიცავდა „პანიკის გამომწვევ შინაარსს“.

„სამწუხაროდ, ჩვენი კომპანიის თანამშრომელმა ცუდად იხუმრა და ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა დედას, დას და ორ მეგობარს, ერთი შეტყობინება კი საკუთარ თავს გაუგზავნა მეორე ნომერზე. აღნიშნული ტექსტური შეტყობინება არ შეიცავდა პანიკის გამომწვევ შინაარსს და არც სხვა პირებზე ან სხვა ნომრებზე არ გავრცელებულა, მხოლოდ ზემოაღნიშნულმა ხუთმა პირმა მიიღო. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ტექსტურ შეტყობინებაზე და არა ხმოვან გზავნილზე.

ეს ფაქტი კომპანიის მენეჯმენტისთვის გუშინ გახდა ცნობილი და ზემოაღნიშნული თანამშრომელი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან“,-ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ძმები ბურჭულაძეები, აღნიშნავენ, რომ მათთვის გაუგებარია, რა საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო სპეცოპერაცია მათ ოფისში და გარკვეულ ეჭვებზე მიანიშნებენ.

„ჩვენთვის გაუგებარია რა საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო რამდენიმე საათის წინ დაახლოებით 50 კაციანი სპეცოპერაცია MS ჯგუფის ოფისში, რაც ამ დრომდე გრძელდება? რას უკავშირდება და ემსახურება ამ რაოდენობისა და მასშტაბის სამართალდამცავთა ორგანიზება? ეჭვების საფუძველი არსებობს, რადგან ჩვენს ოჯახზე ბოლო წლების მანძილზე არაერთი სახის ზეწოლა განხორციელდა, ადგილი ჰქონდა კიბერშეტევასაც, რის შესახებაც მივმართეთ საქართველოს პროკურატურას, თუმცა იქიდან საიმედო პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია“,-წერია განცხადებაში, რომელსაც ბურჭულაძეები ავრცელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა