"გალფი" ექიმების დახმარების მიზნით სპეციალურ ფონდს ქმნის

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია "გალფმა" მიიღო გადაწყვეტილება მხარში დაუგდეს ქართველ ექიმებს. 19 მარტიდან - 19 აპრილის ჩათვლით, "გალფში" ჩასხმული თითოეული ლიტრი საწვავიდან 5 თეთრი აკუმულირდება კამპანიის ფონდში, რომელიც გადაუნაწილდება ყველა იმ ექიმსა თუ ექთანს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულები არიან COVID-19 -ის დაძლევის პროცესში.

კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა ekimebistvis.ge სადაც ყველას შეუძლია ლაივ რეჟიმში თანხის შეგროვების პროცესს ადევნოს თვალი.

„ყველამ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ კრიზისის დაძლევაში ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა. გვიხარია რომ თითოეული ჩვენი მომხმარებელი რომელიც გალფში ჩაასხავს საწვავს შეგვიძლია გავხადოთ ამ დიდი პროცესის თანამონაწილე და ყველა ერთად მხარში დავუდგეთ ქართველ ექიმებს“, - განაცხადა კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ.

იმისათვის რომ ჩაერთოთ კამპანიაში აუცილებელია საწვავის ჩასხმის დროს გამოიყენოთ Gulf Club-ის ბარათი. ჩასხმის პროცესის დასრულების შემდეგ თითოეული მომხმარებელ საინფორმაციო SMS ის სახით მიიღებს შეტყობინებას თუ რამდენი ლარი გადარიცხა გალფმა მისი ჩართულობით და ჯამურად რა თანხაა შეგროვებული.

ერთად დავძლევთ! - გალფი #ექიმებისთვის

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო