„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა და 345.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

კერძოდ, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 526.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 65.6 პროცენტს შეადგენს.

2020 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 81.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (62.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (53.8 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (50.6 მლნ. აშშ დოლარი).

„იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 89.2 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 42.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 28.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი)”,-აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა და 345.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

კერძოდ, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 526.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 65.6 პროცენტს შეადგენს.

2020 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 81.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (62.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (53.8 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (50.6 მლნ. აშშ დოლარი).

„იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 89.2 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 42.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 28.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი)”,-აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი