„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს, უმუშევრად დარჩენილი ოჯახების მხარდაჭერის მოკლევადიანი პროგრამა განახორციელოს

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას მოუწოდებს, უმუშევრად დარჩენილი ოჯახების მხარდაჭერის მოკლევადიანი პროგრამა განახორციელოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, პროგრამის მოქმედების ვადა 4 თვით უნდა განისაზღვროს . მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს 80 მილიონი ლარი, რომელიც პრობლემების ეტაპობრივ გადაჭრას მოხმარდება.

„დაფინანსების წყარო უნდა იყოს სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებში ბუნებრივად წარმოქმნილი ეკონომია, პრემია-დანამატების შემცირება (გარდა იმ პირებისთვის, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან ვირუსთან ბრძოლაში - ექიმები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები) და მთავრობის სარეზერვო ფონდი. კერძოდ, 2020 წლის ბიუჯეტით სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებზე გამოყოფილია100 მილიონი ლარი. საერთაშორისო ვიზიტების გაურკვეველი ვადით გადადებით და წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებით წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, მხარდაჭერის პროგრამაზე შეიძლება მიიმართოს 60 მილიონი ლარი. ამასთანვე, 2020 წლის ბიუჯეტით მთავრობის სარეზერვო ფონდი განსაზღვრულია 50 მილიონი ლარის ოდენობით, საიდანაც 20 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს აღნიშნულ მხარდაჭერის პროგრამას“, - აცხადებენ პარტიაში.

გარდა ამისა, პარტია პროგრამის პირველ ეტაპზე განსახორციელებლი ღონისძიებების ჩამონათვალსაც აქვეყნებს. კერძოს, პარტიის მოსაზრებით, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად უმუშევრად დარჩენილი პირების ოჯახებისათვის განისაზღვროს კომუნალური მხარდაჭერის პაკეტი (ვაუჩერი) თვეში100 ლარის ოდენობით. მხარდაჭერა განხორციელდეს 4 თვის განმავლობაში, ჯამში უმუშევრად დარჩენილის ოჯახზე 400 ლარის ოდენობით.

“დახმარების პაკეტისათვის საჭირო თანხა შეადგენს 25 მილიონ ლარს, რომელიც უნდა გადანაწილდეს 60 ათას ოჯახზე; აღნიშნული თანხა უნდა გადაირიცხოს ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში. უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობის დადგენა და მხარდაჭერის პროგრამის ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმართველობების მიერ“, - აღნიშნავენ პარტიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა