ამირან გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს 20 მოქალაქე სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე იმყოფება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს 20 მოქალაქე იმყოფება სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართველი ეპიდემიოლოგები და საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირში იქნება უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო აწამორებს მონიტორინგს ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან. ძირითადად ევროპის ქვეყნებში და მიმდინარეობს დაკვირვება. საავადმყოფოში საქართველოს ოცამდე მოქალაქეა მოთავსებული. ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. დღეიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მჭიდრო კომუნიკაცია იქნება ჩვენს ეპიდემიოლოგებს, კლინიცისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის, რათა მოხდეს თითოეულ მოქალაქესთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მკურნალობაზე იმყოფებიან, რომ მათთან ჩვენგან იყოს მჭიდრო კომუნიკაცია. როგორც მოქალაქეებთან, ასევე მედპესონალთან. სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებში გარდაცვალების შემთხვევა, ესპანეთში. ხანდაზმული მოქალაქის, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსთან ერთად მრავალი რისკფაქტორი, ანუ რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება. მოგეხენებათ, ამ ინფექციისთვის მთავარი რისკფაქტორია ასაკი და თანხმლები დაავადებები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს, გამყრელიძის განცხადებით, დღეს 197 ადამიანი გავიდა თვითიზოლაციიდან.

„დღემდე ჩატარებულია 238 კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა და განხორციელებულია მათზე დაახლოებით 10 ათასი სატელეფონო ზარი. კარანტინში დღეისთვის 1344 ადამიანია და თვითიზოლაციაში 1446. დღეს 197 უკვე გავიდა თვითიზოლაციიდან ანუ მათ გაუვიდათ ორკვირიან ვადა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელები არიან და დაუბრუნდებიან ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა