„სილქნეტის“ მომსახურების ოფისები დროებით დაიხურა

„სილქნეტი“ ითვალისწინებს რა დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მთავრობის რეკომენდაციებს, ახალი რესპირატორული ვირუსის COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, იღებს ყველა საჭირო ზომას. ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე დახურა აეროპორტებში მოქმედი მომსახურების ცენტრები და მაქსიმალურად გადაიყვანა ყველა სერვისი ონლაინ რეჟიმში.

ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ოფისებში მისვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში დასჭირვებოდათ სილქნეტის აბონენტებს. მეტი პრევენციისთვის, სილქნეტმა მიიღო გადაწყვეტილება, 19 მარტიდან, დროებით, დახუროს მომსახურების ყველა ოფისი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

სილქნეტის ქოლ ცენტრი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. დამატებითი ინფორმაციის და მომსახურების მიღება შესაძლებელია ნომერზე 2 100 100.

ამასთან, აბონენტებისთვის ხელმისაწვდომია თვითმომსახურების ყველა სერვისი.

იხილეთ სილქნეტის მობილური და ფიქსირებული მომსახურებების ჩამონათვალი:

  • აპლიკაცია my silknet
  • USSD Menue *100OK
  • ინტერნეტპაკეტები - *135#ok
  • ცხელიხაზი - 2100100
  • ვებ-ჩატი (ონლაინდახმარება) დაფეისბუქისმესინჯერი
  • ვებგვერდი www.silknet.com
  • Silk Go

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა