პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, გოგი წულაია, საქართველოს მასშტაბით მიკროავტობუსების გაურკვეველი ვადით შეჩერების შესახებ, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.
გოგი წულაიას განცხადებით, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება არაორგანიზებულად მიიღო, რამაც, არა მარტო ქუთაისში, მოსახლეობის იმ კატეგორიასაც შეუქმნა გადაადგილების პრობლემა, რომელსაც საამისო აუცილებლობა აქვს. მისივე თქმით, მიკროავტობუსების გაჩერება კორონავირუსის პრევენციისთვის გამოსავალი ვერ იქნება.
„გოგი წულაია ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიჩინოს კეთილგონიერება და სოფლებსა თუ ქალაქის ტერიტორიაზე, დაშვებულ იქნას ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა უფრო აქტიური სადეზინფექციო სამუშაოებით გაგრძელდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"