პაატა ბურჭულაძე - თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი გოგონას ხელისუფლებამ გააკეთებინა

თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ამ გოგონას ხელისუფლებამ გააკეთებინა. მაპატიოს ამ გოგონამ, თუ ეს საკუთარი სისულელის გამო, მოუვიდა, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სამართალდამცავების მიერ ბურჭულაძეების კუთვნილ „MS ჯგუფის” ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

„თქვენ გახსოვთ, როგორც იყო ჯერ ჩემზე და ფონდ „იავნანაზე“, 3 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს, შემდეგ ჩემს მეუღლეს ღამის თორმეტის ნახევარზე პროკურატურა ადგებოდა და უკაკუნებდა კარებზე, გაგვიღეთო. ბოლოს გადავიდნენ შვილებზე ორი კომპანია ჰქონდათ, ერთი დაუხურეს, აიძულეს დაეხურათ და ახლა მეორე კომპანიაზეა საუბარი. ეს სმს კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია დღესდღეობით საქართველოში და ალბათ არჩევნებამდე უნდათ ამის ჩაგდება ხელში. ამ სიტუაციას მე თქვენ ვერ გასწავლით, დღეს, რაც ხდება საქართველოში უკავშირდება ამ მავნებლურ მთავრობას და როგორებიც იყვნენ, ისეთივე დარჩნენ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, 18 მარტს სამართალდამცავებმა ბურჭულაძეების კუთვნილ ოფისში, „MS ჯგუფი” საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებების გაგზავნის საქმეს უკავშირდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო