სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველი შუამდგომლობით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს შეჩერდეს იმ ნორმატიული აქტების მოქმედება, რომლებიც განსაზღვრავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახალხო დამცველის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 17 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით, უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლის თანამდებობაზე წარმოშობილ ვაკანსიაზე, კანდიდატთა შერჩევის პროცედურა დაიწყო.

საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ ამ პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა შეიცავს კანდიდატების შერჩევის პროცესის თვითნებურად წარმართვისა და მონაწილე კანდიდატთა კონსტიტუციური უფლების შეუქცევადი დარღვევის საკმაოდ მაღალ საფრთხეს.

„2019 წლის 1 ნოემბერს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერით, სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

2020 წლის 17 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით, უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლის თანამდებობაზე წარმოშობილ ვაკანსიაზე, კანდიდატთა შერჩევის პროცედურა დაიწყო.

საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ ამ პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა შეიცავს კანდიდატების შერჩევის პროცესის თვითნებურად წარმართვისა და მონაწილე კანდიდატთა კონსტიტუციური უფლების შეუქცევადი დარღვევის საკმაოდ მაღალ საფრთხეს. აღნიშნული რისკების შესახებ ასევე მითითებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არაერთ დოკუმენტში. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია სადავო ნორმების შეჩერება, რაც ავტომატურად მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გააჩერებს.

სწორედ აღნიშნულის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება და მიმართა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმატიული აქტების შეჩერების მოთხოვნით. იმედს ვიტოვებთ, საკონსტიტუციო სასამართლო შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ოპერატიულად იმსჯელებს აღნიშნული საკითხის თაობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ომბუდსმენმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შეჩერების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო