სამხრეთ აფრიკა, კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში მიგრაციის ნაკადის შესაჩერებლად, ზიმბაბვესთან 40-კილომეტრიან ღობეს ააშენებს

სამხრეთ აფრიკა ზიმბაბვესთან 40 - კილომეტრიან ღობეს ააშენებს, რათა კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში მიგრანტთა ნაკადი შეაკავოს. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

ამასთან, პრეზიდენტ კირის რამაფოზას ბრძანებით, 53 სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 35 დაიხურა.

„40 -კილომეტრიანი ღობის აშენება ერთ თვეში დასრულდება. ჩვენ ქსენოფობიურად არ ვიქცევით. ჩვენ კონსულტაციები ბევრ მეზობელ ქვეყანასთან გავიარეთ. სამხრეთ აფრიკამ საკუთარი მოქალაქეები უნდა დაიცვას. ჩვენ გვყავს პროფესიონალები, ვინც საზღვრებთან სკრინინგს ჩაატარებენ და ტესტებს აიღებენ, მაგრამ იმის შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ თუ ვინმეს ქვეყანაში შემოსვლა უნდა, ამის უფლება მივცეთ“, - აცხადებს სამხრეთ აფრიკის შრომის მინისტრი პატრისია დე ლილე.

ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკაში, რომელიც რეგიონის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 150 შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება ზიმბაბვეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბაზაში, ქვეყნაში ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ