Wolt ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

საქართველოს მთავრობის მიერ სავაჭრო ობიექტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებამ, გააჩინა კითხვები, როგორ აისახება ეს საკვების მიტანის სერვისზე და ექნება თუ არა მომხმარებელს ამ სერვისის გამოყენების საშუალება.

ამ ეტაპზე Wolt-ის პარტნიორი რესტორნების უმეტესობა, ერთეული გამონაკლისების გარდა, მუშაობას აგრძელებს გატანის სერვისის მიმართულებით, შესაბამისად კერძების შეკვეთა ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი რჩება.

ასე რომ, Wolt ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს!

მეტიც, დაწესებულმა შეზღუდვებმა დიდი მოთხოვნა გააჩინა Wolt-ის პროგრამაში ჩართვაზე რესტორნების მხრიდან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ყველა ეს მოთხოვნა და, შედეგად, რესტორნების არჩევანი კიდევ უფრო გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ Wolt-მა უკვე დანერგა უკონტაქტო მიტანის სერვისი, 18 მარტიდან კი ყველა შეკვეთის მიტანა ავტომატურად უკონტაქტო მიტანის რეჟიმში ხორციელდება.

ასევე, არ შეცვლილა Wolt-ის სამუშაო საათები - თბილისში გამოძახება შესაძლებელია დილის 09:00-დან ღამის 03:00 საათამდე, ხოლო ბათუმში - დილის 10:00-დან, ღამის 01:00 საათამდე.

დეტალურად იმის შესახებ, თუ რა დამატებით აქტივობებს ახორციელებს Wolt საკვების მიტანის სერვისის უსაფრთხოებისთვის, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს განახლებად ბლოგპოსტში.

* * *

Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. დღეს, Wolt-ის სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 21 ქვეყანასა და 70-ზე მეტ ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, ათენი, ვარშავა, თბილისი და ბათუმი.

Wolt-ის მთავარი უპირატესობა საკვების მიტანის სერვისისადმი გამორჩეულ მიდგომაშია – Wolt ცდილობს, ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს, მის მახლობლად მდებარე, რაც შეიძლება მეტი რესტორნიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. მოხერხებული აპლიკაცია და გამართული ონლაინ მხარდაჭერა კი, ამ პროცესს მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.

საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის და ბათუმის 400-ზე მეტი რესტორნიდან არის შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა