დედაქალაქის მერიის და წითელი ჯვრის მოხალისეები პირველ ეტაპზე 2500-მდე ხანდაზმულ მოქალაქეს დაეხმარებიან

დედაქალაქის მერიის და წითელი ჯვრის მოხალისეები პირველ ეტაპზე საჭიროების მქონე 2500-მდე ხანდაზმულ მოქალაქეს დაეხმარებიან. ამის შესახებ კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის მემორანდუმი ფორმდება, რომლის თანახმადაც, მოხალისეებს ერთობლივად დაატრენინგებენ და ხანდაზმულ მოქალაქეებს გარკვეული პერიოდულობით, ამანათებს მიუტანენ.

„ჩვენი მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეები მოხალისეების საშუალებით, ამანათებს მიიღებენ, რათა მათ სახლიდან გასვლა არ მოუწიოთ. დღეს ჩემ გვერდით არის ორი მარიამი, ახლა აქ ორნი არიან, თუმცა, ოთხი მარიამია, რომლებმაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი - „დავეხმაროთ მოხუცებს“ და მეგობრების, თანამოაზრეების ჩართულობით, უმოკლეს დროში შეძლეს თბილისში მცხოვრები 600-მდე ხანდაზმული ადამიანისთვის შეეძინათ პროდუქტი და დავეხმარეთ მათ გუშინ და გუშინწინ. მეამაყება, რომ გვყავს ასეთი ახალგაზრდები და მომავალი თაობა. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი ჰუმანურია, როგორი სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება. ამიერიდან, უმნიშვნელოვანესია, რომ ის რესურსი, რომელიც ბიზნესში და მოსახლეობაში არსებობს, პირველ რიგში, რაციონალურად და სწორად გამოვიყენოთ. ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურებულია ბიზნესი. ასეთ რთულ პერიოდში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ზრუნვას და ყურადღებას საჭიროებენ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, მაქსიმალური ზრუნვა გამოვიჩინოთ ხანდაზმულ მოქალაქეებზე, რომლებიც ვირუსის გავრცელების კუთხით, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის ფორმდება მემორანდუმი. ბოლო დღეების განმავლობაში იმატა მოხალისეთა რაოდენობამ, საჭიროა მათი გადამზადება, რათა ვიყოთ უსაფრთხოდ. უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, რომ სწორად განხორციელდეს მთელი ამ დახმარების პროცესი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გადავამზადებთ მოხალისეთა ჯგუფს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრია“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებს მოიცავს.

„ჩვენი მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეები მოხალისეების საშუალებით, ამანათებს მიიღებენ, რათა მათ სახლიდან გასვლა არ მოუწიოთ“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე შემუშავდება მედიკამენტების სტანდარტული პაკეტი.

„ყველას, იქნება ეს ბიზნესის წარმომადგენლები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების დახმარების სურვილი ექნებათ, სწორედ მსგავსი პაკეტებით უნდა დაგვეხმარონ. პირველ ეტაპზე, ჩვენს დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, რომლებიც მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეგისტრირდნენ - 2 72 22 22. ასევე მუშაობს თბილისის ათივე გამგეობა. რეგისტრირებულია 2500-მდე ადამიანი. თუმცა, ცხელი ხაზი მუშაობს და გავაგრძელებთ ისეთი ადამიანების რეგისტრაციას, ვინც საკვების სახლში მიტანას საჭიროებს. რაც მთავარია, მოხალისეები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებენ, იქნებიან დაცული და შესაბამისად აღჭურვილი. წითელი ჯვრის დახმარებით, მოხდება მათი გადამზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ყველა იმ ღონისძიების დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას.

„ჩვენი ყველა ქმედება უნდა იყოს კვალიფიციური და ეს რესურსი სწორად, რაციონალურად გამოვიყენოთ, რათა ხანდაზმულებს სახლიდან გამოსვლა არ მოუწიოთ. მართალია, დღეს ყველას რთული დღეები გვაქვს, მთელი მსოფლიო ცხოვრობს სტრესის ქვეშ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი მაგალითით, თავიანთი ქმედებით იმედით და სიყვარულით გვივსებენ გარემოს. მას შემდეგ, რაც მოხალისეებისა და დახმარების მსურველთა რეგისტრაცია დავიწყეთ, არაერთი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ძირითადად გვირეკავენ არა დახმარების მიღების სურვილით, არამედ პირიქით, გვთავაზობენ დავეხმაროთ ადამიანებს, ვისაც უჭირს. ნამდვილად მეამაყება და მიხარია, რომ გვყავს ასეთი ადამიანები, ყველაფერი იქნება კარგად, ამის თქმის უფლებას მაძლევს ყველა ის ადამიანი, ვინც საკუთარ ინტერესზე წინ აყენებს სხვების პრობლემებს. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში გაძლევთ“, - განაცხადა კალაძემ.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა