ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სოციალური დისტანცირება აუცილებელია, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის კუთხით სოციალური დისტანცირება აუცილებელი ნაბიჯია, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები.

როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, ადამიანების სახლში გამოკეტვა გამოსავალი არ არის.

„ჯანდაცვის კუთხით სოციალური დისტანცირება და დიდი სავაჭრო ცენტრების დაკეტვა აუცილებელი და გარდაუვალი ნაბიჯია, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები. ამ ეკონომიკურ კრიზისში როდესაც უამრავი ადამიანი უბრალოდ შემოსავლის გარეშე რჩება, ამ ადამიანების სახლში გამოკეტვა და ნების არმიცემა, რომ ისინი ყოველდღიური შემოსავლის საშოვნელად გამოვიდნენ სახლიდან, გამოსავალი ვერ იქნება, თუ იმავდროულად მთავრობა არ დგამს ნაბიჯებს ეკონომიკური მიმართულებით და აქ მთავრობა ძალიან აგვიანებს“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის შეზღუდვას, ჭიაბერაშვილის თქმით, აღნიშნული დაკავშირებული უნდა იყოს სავაჭრო ობიექტებისა და კომერციული ორგანიზაციების მუშაობასთან.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნებისმიერი შეზღუდვა სინქრონში უნდა იყოს იმასთან, ჩვენ რას ვაკეთებთ სხვა ობიექტებთან დაკავშირებით. თუ გარკვეული კომერციული ობიექტები ღიაა, მაგრამ ტრანსპორტი არაა, ქაოსია. რაც უკვე ვნახეთ ორი დღის განმავლობაში. ამიტომაა სინქრონიზაცია საჭირო. თუ გადავდივართ სოციალური დისტანცირების რეჟიმზე, კიდევ უფრო გამკაცრებაზე და სავაჭრო ობიექტები იხურება, მაშინ ბუნებრივია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნილება იკლებს და შეიძლება არა მარტო სამარშრუტო ტაქსები, არამედ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირებაზეც იფიროს მთავრობამ“, -აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა, დაიხურა. შეგახსენებთ იმასაც, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე, საქართველოს მასშტაბით სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ