ბრალდების მხარის მსგავსად, დაცვის მხარესაც ენიჭება უფლება, მოწმედ დაკითხოს პირი, რომელიც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე ინფორმაციას ფლობს

ბრალდების მხარის მსგავსად, დაცვის მხარესაც ენიჭება უფლება, მოწმედ დაკითხოს პირი, რომელიც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე ინფორმაციას ფლობს. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (79 მომხრე) „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებას.

კანონპროექტის თანახმად, დაცვის მხარეს უფლება ექნება გამოსაკითხი პირის მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციას ფლობს და ეს პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს. კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ ბრალდების მხარე არ არის უფლებამოსილი დაესწროს გამოძიების ეტაპზე იმ პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვას, რომლის დაკითხვის შუამდგომლობითაც მიმართა დაცვის მხარემ სასამართლოს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს