ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, „კოლორ ჯგუფი“ მზადაა, პურის შეფუთვაში თითოეულ ბიზნესს  მომსახურება გაუწიოს

კორონავირუსის (COVID-19) გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანია „კოლორ ჯგუფი“ ბიზნესებს ნებისმიერი რაოდენობის პურ-ფუნთუშეულის სპეციალური მასალებით შეფუთვას სთავაზობს.

კომპანიის განმარტებით, მასალებს ტესტირება უკვე გავლილი აქვს და საკვებ პროდუქტებთან კონტაქტისას 100%-ით უსაფრთხოა. ამასთან, შესაფუთ მასალებს ახლავს სპეციალური სერტიფიკატები, რაც საკვებ პროდუქტებთან გამოყენების დასტურია. შემოწმებასა და სერტიფიკატების გაცემაზე მკაცრი კონტროლი და რეგულაციებია დაწესებული, შესაბამისად, შეცდომა დაუშვებელია.

„კოლორ ჯგუფმა“ უკვე შეფუთა ცნობილი ბრენდების პროდუქცია, რომელიც სავაჭრო ქსელში ჩაშვებულია.

„საწარმო, რომელიც პურის შეფუთვებს აწარმოებს 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, იქ სანიტარული ნორმების განსაკუთრებული დაცვით იწარმოება შეფუთვები, რომლებიც მიეწოდება ისეთ დიდ პურის მწარმოებლებს, როგორიც არის „იფქლი“ და“ მზარეული 1“, ბრენდი „პანე“, რომლებიც ყოველდღიურად ასობით ათას პურს აწარმოებენ და სხვადასხვა ქსელში გააქვთ“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

„კოლორ ჯგუფის“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს, რათა დაიცვან მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების ჯანმრთელობა.

„გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ „კოლორ ჯგუფის“ მიერ წარმოებულ შეფუთვებს შეხება აქვს საკვებ პროდუქტებთან, საწარმოში მუშაობა სპეციფიკური ნორმების დაცვით მიმდინარეობს“, - განმარტავენ საწარმოში.

ასევე, „კოლორ ჯგუფის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფი კიდევ უფრო დიდი დატვირთვისთვის არის მზად, რაშიც მას მაღალტექნოლოგიური დანადგარები და საკმარისი მარაგები უწყობს ხელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა