„ემბისი“ მომხმარებლებს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს და თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადაჰყავს

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“ მომხმარებლებს, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, 3-თვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს. კომპანიის განმარტებით, საშეღავათო პერიოდი გავრცელდება როგორც სესხის ძირზე ასევე პროცენტზე.

„ჩვენ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ვაცნობიერებთ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი მომხმარებლების წინაშე გვეკისრება და ვიღებთ გადაწყვეტილებას, მათ, ვის შემოსავლებზეც ქვეყანაში არსებულმა მდგორმარეობამ უარყოფითი გავლენა იქონია, 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი დავუწესოთ. შეღავათების დეტალებთან დაკავშირდებით მომხმარებლებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ „ემბისის“ ვებ-გვერდზე და Facebook გვერდზედა ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება დისტანციურად, ოფისში ვიზიტის გარეშე. „ემბისი“ ზრუნავს თავის მომხმარებელზე და გისურვებთ ჯანმრთელობას და

კეთილდღეობას. ერთობლივი ძალისხმევით უახლოეს მომავალში ყველა სირთულეს დავძლევთ!“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, კომპანიის განცხადებით, თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის მარტის დასაწყისიდან რეგულარულად ტარდება ოფისების სადეზინფექციო სამუშაოები.

გარდა ამისა, „ემბისიმ“ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შემდეგი ზომები მიიღო:

  • ყველა თანამშრომელს დაურიგდა დეზინფექტორები, ერთჯერადი ხელთათმანები და დამცავი ნიღბები;
  • სერვის ცენტრებში მომხმარებლებისთვის განთავსდა ანტისეპტიკურისაშუალებები;
  • მომხმარებლებს კომპანიამ მოუწოდა, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ დისტანციური მომსახურება;
  • დასუფთავსების სამსახურის წევრები ოფისებს სპეციალური ხსნარით რეგულარულად ასუფთავებენ;
  • „ემბისი“ ცდილობს, შეამციროს თანამშრომლების მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევები, რისთვისაც კომპანიამ დაიწყო აქცია „დაიმგზავრე“.
  • გამოვლინდნენ თანამშრომლები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით მიეკუთვნებიან მაღალ რისკს და გადაყვანილ იქნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე;
  • თანამშრომლები, რომელთაც შეუძლიათ დაკისრებული მოვალეობების შესრულება სახლიდან, ასევე გადაყვანილ იქნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე;

„ემბისი“-ს მთავარ აქტივს და ღირებულებას თანამშრომლები წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, კომპანიის ხელმძღვანელობა უწყვეტ რეჟიმში აანალიზებს რისკებს, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ქვეყნის მთვრობის და ჯანდაცვის რეკომენცადიებზე დაყრდნობით დგამს დროულ და ეფექტურ ნაბიჯებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა