მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსზე დღეს ტესტირება 15 პაციენტს ჩაუტარდა და პასუხები ყველა შემთხვევაში უარყოფითია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში ახალი ტიპის კორონავირუსზე 15 პაციენტის ანალიზი გაკეთდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ 8 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი.

„დღეს, დილით ჩვენთან 15 ნიმუში გაკეთდა. ყველა პასუხი ნეგატიური იყო. დღეს საღამოსთვის უკვე აღებულია 8 პაციენტზე ტესტირება. მინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება, რომ ჩვენს ცენტრში, ჩვენი ლაბორატორია აკეთებს ტესტირებას. ტესტირება ჩვენი კლინიკის ლაბორატორიაში კეთდება“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს. თუმცა, როგორც ეზუგბაია განმარტავს, რადგან გამოჯანმრთელების შემთხვევაში ვადა გახანგრძლივდა, ტესტირება 18-19 დღის ფარგლებში წარმოებს.

„ჩვენთან პირველი პაციენტის შემოსვლა დაფიქსირდა 26 თებერვალს, შემდგომში ერთი-ორი დღის ინტერვალით ემატებოდა თითო-თითო პაციენტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, უკვე თითქმის გასულია ზოგან მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე დღე. უკვე წერენ, რომ ორ კვირაში გამოჯანმრთელება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ეს გამორიცხული არ არის. ვინაიდან, მაინც უფრო ვადის გახანგრძლივებაზეა საუბარი, ამიტომ არ ვჩქარობთ და ტესტირებას 18-19 დღის ფარგლებში ვაწარმოებთ“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 44 შემთხვევაა გამოვლენილი, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა