Glovo და Visa კათარზისის ბენეფიციარებისთვის ერთიანდებიან

Glovo უწყვეტად აგრძელებს COVID-19 ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის გამხორციელებას.

ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორი კურიერებისა თუ აგენტების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

რადგან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი მოხუცები არიან, Glovo და Visa სწორედ მათ დასახმარებლად გაერთიანდნენ.

ამიერიდან, Glovo-ს გამოძახებისას Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, თქვენს მიერ გადახდილი საკურიერო მომსახურების თანხას Visa გააორმაგებს და Glovo-ს პარნტიორი კურიერები ამ თანხით კათარზისისა და სხვა ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებისთვის საკვების მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ. ბენეფიციარებისთვის მოხდება ასევე პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო და სადეზინფექციო საშუალებების მიწოდებაც, რომლებიც კომპანია “ნავნემ” გამოყო.

“როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ საზოგადოებისა და იმ ადამიანების მხარდაჭერის საკითხში, ვინც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფება. მოხუცებულთათვის საკვების მიტანით, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, მოერგონ ახალ ყოველდღიურობას და დავიცვათ დაავადების გავრცელებისგან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი პარტნიორი გლოვოსა და ვიზას ბარათების მფლობელების კონტრიბუციას ამ ინიციატივაში.” განაცხადა კრისტინა დოროშმა, ვიზას რეგიონალური მენეჯერი, კავკასიის რეგიონი.

“მოხარულები ვართ რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტში VISA მხარში დაგვიდგა. ჩვენს ნამდვილად გმირ პარტნიორ კურიერებთან ერთად ვეცდებით რომ ამ რთულ დღეებში კათარზისის ბენეფიციარებს შეძლებისდაგვარად ცხოვრება გავუმარტივოთ. “ - განაცხადა Glovo საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, გიგა ქერქაძემ.

ერთად დავეხმაროთ მოხუცებს, Glovo-ს გამოძახება არასოდეს ყოფილა ასეთი სასარგებლო!

Glovo კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ვირუსის გავრცელების პრევენცისთვისთვის:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები თბილი წყლისა და საპნის გამოყენებით, ჩაიტარეთ ხელების დეზინფექცია სპირტის შემცველი საშუალებებითა და საინიტაიზერებით;
  • დაცემინების ან დახველების შემთხვევაში, დაიფარეთ პირის ღრუ ხელსახოცით ან მოხრილი მკლავის საშუალებით. გაითვალისწინეთ, ხელსახოცი უნდა გამოიყენოთ ერთჯერადად და გამოყენებისთანავე, გადააგდოთ;
  • ავადმყოფობის ნებისმიერი ნიშანი მიიღეთ სერიოზულად და დაუკავშირდით მედიცინის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი ხველებისა და ტემპერატურის შემთხვევაში.
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა