„სოკარი“ ყველა ტიპის საწვავზე ფასდაკლებას აცხადებს

კომპანია „სოკარი“ ყველა პროდუქტზე ფასდაკლებას აცხადებს. 21 მარტიდან, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე, ნებისმიერი ტიპის ბენზინის ფასი 10 თეთრით, ხოლო დიზელის ფასი 15 თეთრით შემცირდა.

განსხვავებული პირობები იმოქმედებს იმ მომხმარებლებისთვის, ვინც „სოკარის“ ლოიალობის ბარათს, განახლებულ ენერჯი ბარათს ფლობს. ენერჯი ბარათის მფლობელებს დამატებითი ფასდაკლება ეკუთვნით. ვინც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში განახლებული ენერჯი ბარათით ნანო პრემიუმის და ნანო ევრო რეგულარის ტიპის საწვავს შეიძენს, დამატებით 25 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებს. გარდა ამისა, ყოველ შეძენილ ერთ ლიტრ ბენზინზე დაერიცხება 3 ქულა, რაც 3 თეთრს უდრის.

თუ მომხმარებელი განახლებული ენერჯი ბარათით ნანო ევრო დიზელს, ან ნანო დიზელს შეიძენს, 20 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებს და ყოველ შეძენილ ერთ ლიტრ საწვავზე 3 თეთრი დაერიცხება.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე ფასდაკლება 21 მარტიდან დაიწყო.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა