„ვენდის“, „დანკინის“, და „გლოვოს“ წარმომადგენლის განცხადებით, პროდუქტი მომხმარებლებს 24-საათიან რეჟიმში უსართხოების სტანდარტების სრული დაცვით მიეწოდება

„ვენდის“, „დანკინის“, და „გლოვოს“ წარმომადგენლის განცხადებით, პროდუქტი მომხმარებლებს 24-საათიან რეჟიმში უსართხოების სტანდარტების სრული დაცვით მიეწოდება.

როგორც „ვენდისისა“ და „დანკინის“ რესტორნების წარმომადგენელმა ლევან ედიშერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული რესტორნების გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ მათი პროდუქტი მომხმარებლებს 24 საათიან რეჟიმში მიტანის და Drive Thru სერსვისების საშუალებით მიეწოდოს.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ, „ვენდის“ და „დანკინის“ რესტორნების გუნდი, არ ვიშურებთ ძალისხმევას და ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ. ვუზრუნველყოფთ 24 საათიან რეჟიმში ჩვენი პროდუქტის მიწოდებას მომხმარებლამდე ჩვენი საერთაშორისო მიტანის სერვისის კომპანიების - „გლოვოს“ და „ვოლტის“ საშუალებით. ამავდროულად შეუფერხებლად ვახორციელებთ Drive Thru სერსვისს. ჩვენი პროდუქცია, როგორც მოგეხსენებათ, არის საქართველოში დამზადებული გაუყინავი პროდუქტისგან. ძალიან დიდ უპირატესობას ვანიჭებთ და ძალიან გვიხარია ის ფაქტი, რომ ვახერხებთ იმას ჩვენი პროდუქტი იყოს მაღალი ხარისხის და შევძლოთ ის, რომ, როგორც ჩვენი რესტორნებიდან მოვახდინოთ პროდუქციის გაცემა მომხმარებლისთვის, ასევე, უწყვეტ რეჟიმში ვიმუშაოთ მიტანის სერვისებთან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თავიდან ბოლომდე ვათვიცნობიერებთ და ვიღებთ ჩვენს თავზე საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი პროდუქციის ხარისხი იყოს უმაღლესი. ეს აქამდეც ასე იყო, ახლაც ასეა და მომავლშიც ასე იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უკვე მიმდინარე წამახალისებელი აქციები, რომლებიც უფრო ხელსაყრელს და საინტერესოს ხდის ჩვენს პროდუქციას და მომავალშიც ასე გავაგრძლებთ. ჩვენს მიტანის სერვისებთან და საერთაშორისო კომპანიებთან ერთად პერიოდულად და სულ გვექნება საინტერესო აქციები“,-განაცხადა ლევან ედიშერაშვილმა.

საერთაშორისო მიტანის სერვისის წარმომადგენლის ლუკა ხვადაგიანის განცხადებით კი, „გლოვომ“ ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გარკვეული ზომები მიიღო.

როგორც „გლოვოს“ წარმომადგენელი აღნიშნავს, ყველა კურიერი აღჭურვილია სხვადასხვა ატრიბუტით, რომელიც ამ დროს არის საჭირო.

„გლოვო“, „ვენდისთან“ და „დანკინთან“ ერთად აბსოლუტურად ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას, რომელიც უსაფრთხოებას ეხება. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და პარტნიორ კურიერებთან ამის შესახებ. რაც შეეხება „გლოვოს“ მიერ მიღებულ ზომებს, გაუქმდა ხელის მოწერა შეკვეთის ჩაბარებისას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კონტაქს მომხმარებელთან, ასევე რეკომენდაციას ვუწევთ და წავახალისებთ მომხმარებლებს მაქსიმალურად, რომ ბარათით რაც შეიძლება მეტი შეკვეთა განახორციელონ. ყველა კურიერი აღჭურვილია ხელის სანიტაიზერით და სხვა ატრიბუტით, რომელიც ამ დროს არის საჭირო და მაქსიმალურად იცავენ აღნიშნულ წესებს. ასევე სხვა პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია თუ როგორ უნდა მოხდეს ადგილზე შეკვეთის გაცემა მინიმალური კონტაქტით. მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ“,-აღნიშნა ლუკა ხვადაგიანმა.

(R)

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!