ლევან დავითაშვილი - საგანგებო მდგომარეობა სურსათის შეძენას არ ზღუდავს - მოგიწოდებთ, მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა

ჩვენს ქვეყანაში კომენდანტის საათი არ შემოდის, არავის გადაადგილება არ იზღუდება, - ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. მისივე განმარტებით, საცალო ქსელები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისად სურსათის შეძენა აბსოლუტურად არ იზღუდება.

„ის რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში ყოვლად მიუღებელია, ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს. დახლზე შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გარკვეული საათების განმავლობაში უბრალოდ არ იყოს, რასაც საფუძველი არა აქვს, რადგან მოწოდების და მარაგების კუთხით სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ეს შექმნის პრობლემებს უშუალოდ მოსახლეობისთვის, ასეთი ხალხმრავლობის პირობებში ჩვენ ვზრდით ეპიდემიოლოგიურად რისკებს. უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ და მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა დღეებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სურსათის სარეალიზაციო ობიექტები მუშაობას აგრძელებენ სტანდარტულ რეჟიმში. მათი სამუშაო საათები არ მცირდება, ობიქტები არ იკეტება.

"აღნიშნულმა სავაჭრო ობიქტებმა უნდა გაითვალისწინონ სანიტარიული და ჰიგიენური რეკომენდაციები, რომელიც მთავრობამ გამოსცა და შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააზუსტა. ასევე არსებობს შიდა სტანდარტებიც, რომელთა აღსრულება სავალდებულოა.

სურსათის მიწოდების კუთხით, არათუ წყვეტა, არამედ შეფერხებაც არ იქნება; მთავარია სავაჭრო ქსელებში ხელოვნურად არ შევქმნათ პრობლემები.

მოსახლეობამ და სავაჭრო ქსელების ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანებს შორის დისტანცია იყოს 1,5 მეტრი, არ შევქმნათ რიგები.

პროდუქციაზე სრულიად უსაფუძვლო პანიკური მოთხოვნის გამო ხალხმრავლობა სავაჭრო ქსელებში, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში სრულიად გაუმართლებელია.

ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ იქნება. დღეს ყველაზე მთავარია დავიცვათ წესები და მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის დავალებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება. მარაგები საკმარისია, გახსნილია ლარსის საბაჟო პუნქტიც და სურსათი ჩვეულ რეჟიმში შემოდის. „მოსახლეობისთვის მგრძნობიარე სურსათის სახეობებზე - 9 პროდუქტზე, შევიმუშავეთ ფასები დაზღვევის მექანიზმი. გვქონდა შეხვედრა ფაქტობრივად ყველა სექტორთან და იმ 9 პროდუქტთან ერთად, არ გაიზრდება პურის ფასიც. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარანტირებული იქნება სურსათის მიწოდება ქვეყანაში და პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია