„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით,  განსაკუთრებულ რეჟიმში, შეუფერხებლად მუშაობენ

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის განცხადებით, არსებული მდგომარეობის მიუხედავად,“ საქართველოს რკინიგზა“ განსაკუთრებულ რეჟიმში, შეუფერხებლად მუშაობს. დავით ფერაძე რკინიგზელებს მადლობას უხდის.

„ძვირფასო კოლეგებო, რკინიგზელებო! დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, თითოეული თქვენგანის თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ განაგრძობს განსაკუთრებულ რეჟიმში, მაგრამ შეუფერხებლად მუშაობას. სატვირთო და სამგზავრო შემადგენლობები უწყვეტად მოძრაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნათ სურსათის, საწვავის თუ გადაადგილების პრობლემა. თითოეული თქვენგანის ყოველდღიური შრომა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროფესიის, კომპანიის და სახელმწიფოს მიმართ ერთგულებისა და თავდადების საუკეთესო მაგალითია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და დაუღალავი მუშაობისთვის, თქვენი მოქალაქეობრივი და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის! არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ. თქვენი მონდომებით და ეფექტური შრომით შევძლებთ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას. თქვენი თავდადება დღეს გმირობის ტოლფასია და ყოველი თქვენგანი ამ ქვეყნის უსახელო გმირია. ჩვენი შრომა საქართველოს რკინიგზის წარმატების საწინდარია, რომელიც ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის დღეს არსებითად მნიშვნელოვანია. მჯერა, ამ გამოწვევაშიც გავიმარჯვებთ ერთად და ღირსეულ წვლილს შევიტანთ ქვეყნის აღმშენებლობაში”,- აცხადებს დავით ფერაძე, რომლის კომენტარსაც „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა