მეუფე ნიკოლოზი - როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ 10 ადამიანზე მეტი არ შეიძლება შეიკრიბოს, რას ნიშნავს?- ამ ქალაქში მილიონნახევარი ადამიანია, უნდა დასახელდეს ფართობი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუშვილი) განცხადებით, მთავრობამ უნდა გამოსცეს სპეციალური რეგულაცია, რომელიც კონკრეტულად დაასახელებს ფართობს, ან მოცულობას, რამდენ კუბამეტრ სივრცეში არ შეიძლება 10 კაცზე მეტის შეკრება.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესია ამ რეგულაციებს აუცილებლად დაიცავს.

ამასთან, მან უპასუხა მედიის წარმომადგენლების კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდნენ ტაძარში სამართალდამცავები და აღნიშნა, რომ „პატრული ვიღაცამ გამოიძახა“.

„ვიღაცამ გამოიძახა პატრული და მოვიდნენ, მათაც თავისი ვალდებულება აქვთ. ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. საგანგებო ვითარებაა ქვეყანაში და გამოიძახეს. მინდა პირველ რიგში გითხრათ და ეს პრეზიდენტმაც ბრძანა, რომ ველოდებით რეგულაციებს, ინსტრუქციებს. საგანგებო ვითარებაზე ყველა თანახმა ვართ, აუცილებელია, მაგრამ როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 10 ადამიანზე მეტი არ შეიძლება შეიკრიბოს, რას ნიშნავს? ამ ქალაქში მილიონნახევარი ადამიანია. აუცილებლად უნდა დასახელდეს ფართობი ან მოცულობა, რამდენ კუბამეტრ სივრცეში. ესე არ არის? გარეთ 10 ადამიანზე მეტი ხართ შეკრებილები და რას ნიშნავს, თქვენ ახლა არღვევთ კანონს? უნდა იყოს რეგულაციები. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით შევასრულოთ. ასეთი წესრიგი დღეს რომ იყო სამების ტაძარში მე არ მახსოვს. გამოვიდა არქიდიაკონი წირვის წინ და მოუწოდა ყველას, გაიწია ხალხი და დადგა ამ დისტანციაზე. კიდევ უფრო გავასწორებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ერთბაშად, ერთ წამში ეს არ მოხდება. ქრისტიანები ვართ კანონმორჩილები ერთადერთ შემთხვევაში არ დავემორჩილებით კანონს, თუ ეს კანონი მცნების დარღვევისკენ მოგვიწოდებს. დანარჩენ შემთხვევში აუცილებლად კანონს დავიცავთ და ვეცდებით, რომ არც საზოგადოებას შევუქმნათ საფრთხე და არც საკუთარ თავს. სამების ტაძარი გათვლილია 15 ათას ადამიანზე წირვაზე დასასწრებად. როცა აშენდა ითქვა, რომ 1 კვ.მ თუ არის ერთ ადამიანზე გამოყოფილი, 15 ათასი ადამიანი შეიძლება დადგეს სამების ტაძარში ფეხზე. არის ტაძრები, სადაც ამდენი სივრცე არ არის. როგორ შეიძლება 10 ადამიანი იყოს სამების ტაძარშიც და ვაკეში რომ სამების ტაძარია, ან საჯარო ბიბლიოთეკასთან რომ სამების ტაძარია იქ. ამიტომ რეგულაციები აუცილებლად უნდა ითქვას. ჩვენთან პრემიერ-მინისტრი ბრაძანდებოდა გუშინ და ამაზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად დადგინდება და ჩვენ ვეცდებით ეს წესები დავიცვათ“, - ბრძანა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე: კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, მოუწოდებს თუ არა ეკლესია მრევლს სახლებში დარჩენისკენ? მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა: „ეკლესია აუცილებლად დაიცავს წესებს“.

„ეს არის არასწორად დასმული კითხვა. ეკლესია აუცილებლად დაიცავს წესებს. რაც შეეხება კარანტინის წესებს, რაც შეეხება კანონის დაცვას, ეს ყველაფერი უნდა გამოაცხადოს სახელმწიფომ, ჯანდაცვის ორგანოებმა და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავიცვათ. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენი რეგულაციები გვაქვს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

იხილეთ ვიდეო:მეუფე ნიკოლოზი საგანგებო მდგომარეობის შემოღებასა და ქვეყანაში დაწესებულ რეგულაციებზე საუბრობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა