მეუფე ნიკოლოზი - არ შეიძლება ადამიანებს ვუთხრათ, არ მოხვიდე , ისიც არ შეიძლება, რომ ეკლესიას უთხრა გაქრი! ნუ ხარ! ვერ გავქრებით, თვითლიკვიდაციას ვერ გავიკეთებთ

არ შეიძლება ასე უხეშად მოქცევა ადამიანებთან, არ შეიძლება ადამიანებს ვუთხრათ, არ მოხვიდე. ისიც არ შეიძლება მით უმეტეს, რომ ეკლესიას უთხრა გაქრი! ნუ ხარ! ვერ გავქრებით, თვითლიკვიდაციას ვერ გავიკეთებთ , - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, „ჯანდაცვის ორგანოებმა და მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ ქართველები ვართ“.

„უფრო უკეთესად რომ ვიყოთ განათლებულები, გაწონასწორებულები, აღზრდილები, უფრო სწრაფად დავიცავდით ამ რეგულაციებს. აქ არის პრინციპი, ადამიანს რომ უკრძალავ უფრო აკეთებს. ხალხის რაოდენობა გაიზარდა ტაძრებში ამ მოწოდებების შემდეგ. ამიტომ სინოდმა დაადგინა, რომ რადიოფიცირებული უნდა იყოს ტაძრები, ჩვენ გავხსნით ტაძრის კარს და ხალხი დადგება გარეთ. თუმცა, თუ ამას მრევლი არ შეასრულებს, წესრიგზე პასუხის ვერ ვაგებთ. სამართალდამცავებმა გააკეთონ თუ შეიძლება, ოღონდ უნდა ახსოვდეს ყველას რომ უკურეაქციაა - ხელს რომ კრავ, ის უკან მოდის, არ შეიძლება ასე უხეშად მოქცევა ადამიანებთან, არ შეიძლება ადამიანებს ვუთხრათ არ მოხვიდე. ისიც არ შეიძლება მით უმეტეს, რომ ეკლესიას უთხრა გაქრი! ნუ ხარ! ვერ გავქრებით, თვითლიკვიდაციას ვერ გავიკეთებთ. რაც შეეხება უსაფრთხოებას დავიცავთ. ჩვენ არ გვეშინია გადადების, ჩვენ გვეშინია არ გადავდოთ ეს ვირუსი. გადადების და მიღების მომენტი არის ერთი. მე რომ ინფიცირებულ ხელს დავადებ იმ კონტაქტის დროს ხდება გადადებაც და ინფიცირებაც. ჩვენ ვეუბნებით არ გადასდო, დაიცავი შენი თავი, დაიბანე ხელები რომ შენს ხელზე არ იყოს ეს ვირუსი. გვეშინია ნამდვილად რომ არ გადავდოთ, ვცდილობთ არ გადავდოთ. არ გადაგვედება არც ჩვენ და არც თქვენ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რომ სინოდის მოწოდებაა უძლურებაში მყოფი ადამიანები დარჩნენ სახლში და სასულიერო პირები იქ მივლენ.

„სინოდმა მოუწოდა ავადმყოფებს, უძლურებს და რისკის ფაქტორში მყოფ პირებს, ვინც გამოგვიძახებს, მოგვთხოვს, მივალთ.

მე პირადად შეტყობინება გავუგზავნე იმ ადამიანს, ვინც დაინფიცირებულია, საავადმყოფოშია, ვუთხარი, რომ მოვალ შესაბამისი წესების დაცვით, გაზიარებთ. საბედნიეროდ, იმ ადამიანმა მითხრა, რომ მსუბუქ ფორმებშია და მალე გამოვა საავადმყოფოდან და აღარ გახდა მისვლა საჭირო. არავითარ შემთხვევაში ეკლესია უკან არ დაიხევს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. მთელ მრევლთან სამღვდელოება ვერ მივა, ცოტაა სამღვდელოება და ბევრია მრევლი. ტაძრებში 200-300 ადამიანი ეზიარება და როგორ ვივლით 200-300 ადამიანთან? გამორიცხულია! ის, რომ ტაძარში არ მოვიდნენ, ჩვენ ამას მრევლს ვერ ვეტყვით“, - ბრძანა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე: კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, მოუწოდებს თუ არა ეკლესია მრევლს სახლებში დარჩენისკენ? - მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა: „ეკლესია აუცილებლად დაიცავს წესებს“.

„ეს არის არასწორად დასმული კითხვა. ეკლესია აუცილებლად დაიცავს წესებს. რაც შეეხება კარანტინის წესებს, რაც შეეხება კანონის დაცვას, ეს ყველაფერი უნდა გამოაცხადოს სახელმწიფომ, ჯანდაცვის ორგანოებმა და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავიცვათ. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენი რეგულაციები გვაქვს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა განმარტა, რომ ტყუილია, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსოფლიო პატრიარქმა მორწმუნეებს მოუწოდა, სახლში დარჩნენ და ტაძრებში არ მივიდნენ.

„ტყუილია ეს, არ მოუწოდებია ეს მსოფლიო პატრიარქს; პირიქით, მოუწოდა მრევლს, რომ ყველა ტაძარი, რაც არის მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყო დაკეტილი მთელი კვირის განმავლობაში მთელ მსოფლიოში - თურქეთში, ამერიკაში. დღისით ვერ მიხვიდოდი ტაძარში ჩვეულებრივ ვითარებაში. ახლა ყველა ტაძარი ღიაა და ეს გააკეთა მსოფლიო პატრიარქმა. არასწორად ნუ გაავრცელებთ ინფორმაციას“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა