რომის პაპი - ვიწვევ ყველა ეკლესიის მეთაურს, ყველა ქრისტიანულ თემს, ყველა კონფესიის ქრისტიანს, ერთობლივი ლოცვით წარმოვთქვათ „მამაო ჩვენო“

რომის პაპმა მსოფლიო ქრისტიანებს მოუწოდა, ერთობლივად ილოცონ, რათა კორონავირუსის პანდემია დასრულდეს. ამ ინიციატივით პონტიფიკოსი ტრადიციული საკვირაო მიმართვისას გამოვიდა, რომელიც უკვე მესამე კვირაა კარანტინის გამო, მოსახლეობას სატელევიზიო პირდაპირი ეთერით მიმართავს.

„გამოცდის ამ დღეებში, როდესაც მთელი კაცობრიობა პანდემიის საფრთხეს შეეჯახა, მინდა ყველა ქრისტიანს შევთავაზო, გაერთიანდნენ ზეცისადმი მიმართვაში. ვიწვევ ყველა ეკლესიის მეთაურს, ყველა ქრისტიანულ თემს, ყველა კონფესიის ქრისტიანს მივმართოთ უზენაესს ერთობლივი ლოცვით, წარმოვთქვათ „მამაო ჩვენო“ 25 მარტს შუადღით“ , - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

მისივე თქმით, 27 მარტს, პარასკევს თავად შეასრულებს ლოცვას წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე. „ვირუსის პანდემიას გვსურს ვუპასუხოთ ლოცვისა და თანაგრძნობის პანდემიით“, - განაცხადა რომის პაპმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ