გიორგი გახარია - ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს

ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და ყველა მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

„ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგება დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის რთული. ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად ვართ მომზადებული. თუმცა, ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია“,- განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, ათეულობით ადამიანი წლისთავზე იყო შეკრებილი, რომელსაც ორი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების გარდა, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში