„ფილიპ მორის საქართველო“ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 100 000 ლარს გამოყოფს

2020 წლის 23 მარტს „ფილიპ მორის საქართველომ“ გამოაცხადა მზადყოფნა 100 000 ლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე (COVID-19) პანდემიის საპასუხოდ.

დასახმარებლად გამოყოფილი თანხა გადარიცხულ იქნება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალურ ანგარიშზე, რომლის მიზანია დაუყოვნებლივი ღონისძიებების გატარება ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის საპასუხოდ.

”ჩვენ საქმე გვაქვს არაორდინალურ და უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისთან, რაც მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობას, საზოგადოებასა და ბიზნესს შორის. ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გადავწყვიტეთ 100 000 ლარის კონტრიბუცია გამოვყოთ. აღნიშნული ფინანსური რესურსი მოხმარდება ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, მუდმივად ვცდილობთ მდგრადობის შენარჩუნებას, რაც მომავლისთვის აუცილებელია.” - თქვა იური გორდოკმა, ფილიპ მორის კავკასიისა და მოლდოვას გენერალურმა მენეჯერმა.

2020 წლის 19 მარტს, საქართველოში COVID-19 შემთხვევების გაზრდის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატმა შექმნა ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კერძო და საჯარო სექტორების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფენ არსებულ გამოწვევებზე რაციონალურ და ეფექტიან რეაგირებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური ფონდი სწორედ ამ პლატფორმის ნაწილია.

გამოცხადებული კონტრიბუცია ფილიპ მორის საქართველოს მრავალი ძალისხმევის ერთ-ერთი ნაწილია. ფილიპ მორის საქართველომ, ეპიდემიის რისკის საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება „დისტანციური მუშაობის“ შეთავაზების თაობაზე ყველა მისი თანამშრომლისთვის.

"ადამიანებს ჩვენს გარშემო ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ზრუნვა, ყურადღება და თანამშრომლობა უპრეცედენტო გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანამშრომლებს, ბიზნეს პარტნიორებსა და მთლიან საზოგადოებას, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს გამოწვევებს ამ რთულ დროს”, - დაამატა იური გორდოკმა.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა