თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანის განცხადებით, ამ პაციენტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებით მოხდა.

„ქალის ზოგადი მდგომარეობა, მისი სომატური პათოლოგიიდან გამომდინარე იყო მძიმე და როგორც ანამნეზით ირკვეოდა, შესულია ადგილობრივ კლინიკაში 18 რიცხვში, სადაც პირველივე დღეს დაუდგინდა მწვავე პნევმონია, ეპიდანამნეზში COVID-19-ით ინფიცირებულთან კავშირი არ იყო წარმოდგენილი. დინამიკაში მდგომარეობის დამძიმების დროს ეჭვი იქნა მიტანილი COVID-19 ინფექციის არსებობაზე, რაც დადასტურდა. პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა, გამოიხატა, მწვავე რესპირატორული სინდრომი და პაციენტი გადაყვანილი იქნა აპარატზე. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული და არა ტესტირება“,- განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: როგორია მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს