„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ და მობილბანკით ყველა საჭირო ფინანსური ოპერაციის შესრულებაა შესაძლებელი

საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, „საქართველოს ბანკი“ დისტანციურ მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის და სერვისებს კიდევ უფრო ამარტივებს. ბანკმა ფაქტობრივად, ვირტუალური ფილიალი შექმნა, რომელიც მარტივი და ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

ამასთან, ბანკმა მომხმარებლებს კიდევ უფრო მორგებული პირობები შესთავაზა.

დღეს, როგორც არასდროს, ფინანსური ოპერაციების ონლაინ, დისტანციურად შესრულების საჭიროება ყველაზე დიდია, ამიტომ კომპანიამ ინტერნეტ და მობილ ბანკის სერვისების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაზარდა:

  • კომუნალური გადასახადების გადახდა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე;
  • მობილურის ბალანსის უფასოდ შევსება;
  • ჯარიმების გადახდა საკომისიოს გარეშე;
  • თანხის ნებისმიერი მიმართულებით, ყველა ვალუტაში გადარიცხვა ასევე უფასოა;
  • ამონაწერის სხვადასხვა ფორმატში ამოღება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბარათის დაბლოკვა ან განბლოკვა;
  • მობილბანკით და ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია, საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება ;
  • მობილბანკით რამდენიმე წამში სესხის აღებაც შესაძლებელია;
  • ინტერნეტბანკით მომხმარებლებს სამომხმარებლო სესხის მოთხოვნა შეუძლიათ;
  • საჭიროების შემთხვევაში, მობილბანკში თანხა შეღავათიანი კურსით დაკონვერტირებაც შესაძლებელია;
  • ანაბრის მობილბანკით გახსნის შემთხვევაში, უკეთესი პირობების მიღებაა შესაძლებელი;
  • ინტერნეტ და მობილბანკისა და „საქართველოს ბანკის“ ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებლებს ბარათის უფასოდ დამზადების მოთხოვნაც შეუძლიათ.

საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, ორგანიზაციათა დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ფიზიკური პირების მსგავსად, იურიდიულ პირებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა ოპერაციის შესრულება, რისთვისაც ბიზნეს ინტერნეტბანკი ფუნქციონირებს.

„საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში, ბიზნეს ინტერნეტბანკი განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ, ფილიალში მიუსვლელად მართონ კომპანიის ფინანსები, აკონტროლონ ტრანზაქციები და დეპოზიტები, მოითხოვონ დაფინანსება, მართონ ბარათები და უბრალოდ, შეარულონ ნებისმიერი ოპერაცია.

„საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, რომ ჰიგიენის წესების სრულად დაცვაში მომხმარებლებს Tsk App და Apple Pay დაეხმარება. უკონტაქტო გადახდებისთვის აიფონის მფლობელებისთვის Apple Pay, ხოლო ანდროიდის მფლობელებისთვის - Tsk App გამოიყენება. ამ მეთოდებით შესაძლებელია, ნაღდი ფულის გამოყენებითვის თავის არიდება, რისი რეკომენდაციაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გასცა. ინფექციის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, ბარათით ან მობილური ტელეფონით ანგარიშსწორება გაცილებით უსაფრთხოა.

აპლიკაცია იხილეთ ბმულზე

(R)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს