ნათია თურნავა - დღეს სხვადასხვა სასტუმროში 3 ათას ადამიანზე მეტი გვყავს კარანტინში მოთავსებული, ეს აუცილებლობა შემდგომში, ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში საკარანტინო ობიექტების საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება. მინისტრის თქმით, მთავრობა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად უკვე მზად არის.

„კარანტინის მიზნით სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების გამოყენება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მთელი ჩვენი სტრატეგია, ვირუსის არ გავრცელებისა და პრევენციის, ეფუძნება ძალიან ეფექტურ პრევენციულ და საკარანტინო ღონისძიებებს. სწორედ ამით ვართ ჩვენ ამდენად მყარად ამ სატატისტიკაში ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დღესაც უკვე 3 ათას ადამიანზე მეტი ერთდროულად გვყავს კარანტინში მოთავსებული საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სხვადასხვა სასტუმროში და ეს აუცილებლობა შემდგომში, ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ ამისთვის წინასწარ მზად ვართ. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა სასტუმროს მაქსიმალური მობილიზება მოხდება. მადლობელი ვარ, რომ სასტუმროები ჩვენთან ძალიან კარგად თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, ეს ხდება ანაზღაურებად საუძველზე, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროება იზრდება საკარანტინო განთავსების ობიექტების. ჩვენ ვართ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში. აქედან გამომდინარე, ბიზნესიც გაგებით უნდა მოეკიდოს ამას და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც მაღალი მარჟები იყოს გადასახადში ჩადებული. აქ ჩვენ ვანაზღაურებთ აუცილებელ ხარჯებს. მადლობელი ვარ, რომ საკმაოდ მაღალი დონის ბრენდირებული სასტუმროებიც შემოუერთდნენ ჩვენს მოწოდებას და გვაძლევენ საშუალებას, რომ ვისარგებლოთ მათი ფართებით და განვათავსოთ ადამიანები კარანტინის გასავლელად,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ადამიანების კარანტინი. მინისტრმა ამასთანავე განმარტა „საკარანტინო ზონის“ მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში საკარანტინო ზონა მხოლოდ ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებშია, სადაც მოქმედებს სრული კარანტინი.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!