სალომე სამადაშვილი - თამლიანს გათავისუფლებას ვულოცავ - ხელისუფლების პირობა კი შესრულებულად მაშინ ჩაითვლება, რაც რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი გათავისუფდებიან პატიმრობიდან

ხელისუფლების პირობა შესრულებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც რურუა, უგულავა და ოქრუაშვილიც გათავისუფდებიან პატიმრობიდან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ სუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფაქტს, რომ დღეს 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი საპატიმროს დატოვებს.

სამადაშვილის თქმით, ჯერ კიდევ არის რიგი საკითხები, სადაც ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს ელოდება.

„პირველ რიგში, მივულოცავ თამლიანს და მის ოჯახს. ნამდვილად იყო მსხვერპლი პოლიტიკური დევნის და მიხარია, რომ საკუთარ ოჯახთან დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, პროცესი მის წინააღმდეგ გაგრძელდება, მაგრამ პატიმრობიდან თავისუფლდება.

რაც შეეხება პირობას ხელისუფლების მხრიდან, ეს პირობა შესრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც ყველა ის ადამიანი, ვისზეც იყო საუბარი ამ მოლაპარაკებებზე, იქნება გათავისუფლებული, ან მათ წინააღმდეგ აღარ გაგრძელდება სამართლებრივი დევნა. ამიტომ ჯერ კიდევ არის რიგი საკითხები, შემთხვევები, სადაც ველოდები შესაბამის ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან.

დღეს პატიმრობაში რჩება სამი ადამიანი, ეს არის გიორგი რურუა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ყველა ეს ადამიანი იყო იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და შესაბამისად, ველოდებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ხელისუფლების მიერ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულების შესრულებას. ეს ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვლება, როდესაც ისინიც იქნებიან პატიმრობიდან გათავისუფლებულები“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ადვოკატის თქმითვე, აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარისთვის დაცვის ეფექტური განხორციელების საშუალების მიცემაა, ვინაიდან ბესიკ თამლიანს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ამ პერიოდის განავლობაში კი, დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას ვერ მოასწრებდა.

თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს