სოფიო შამანიდი - მოვუწოდებთ მთავრობას, ვიდრე ჯერ კიდევ გვიან არ არის, ყურადღებით მოეკიდოს იმ რეგიონებს, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად სახლობენ

,,ლელო საქართველოსთვის’’ მოვუწოდებთ მთავრობას, ვიდრე ჯერ კიდევ გვიან არ არის, ყურადღებით მოეკიდოს იმ რეგიონებს, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად სახლობენ, იქნება ეს სამცხე-ჯავახეთი, კახეთი თუ მარნეულის მუნიციპალიტეტი , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ წევრმა სოფიო შამანიდიმ განაცხადა.

,,შეიძლებოდა თუ არა, მარნეულის მუნიციპალიტეტი უფრო მომზადებული შეხვედროდა ახალ გამოწვევას? შეიძლებოდა, რადგან კარგად ინფორმირებული მოქალაქე დღეს ჯანმრთელ მოქალაქეს ნიშნავს! ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეების ზოგ შემთხვევაში გაუფრთხილებელი ქცევა პირველ რიგში ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული.

ჩვენ არ გავითვალისწინეთ რეგიონის სპეციფიკა; არ გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ჩვენი თანამემამულეების ერთი ნაწილი ჯერ კიდევ არ ფლობს სათანადოდ ქართულ ენას, რადგან, სამწუხაროდ, სახელმწიფომ ამდენი ხანია ვერ მოაგვარა ეს პრობლემა;

არ გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანული მოსახლეობა ძირითადად აზერბაიჯანულ არხებს უყურებს, რადგან, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული ახალი ამბები არ არის ინფორმაციის საკმარისი წყარო;

არ გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მარნეულის ცენტრში გაკრული ორი ბანერი, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან, მიუწვდომელია ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის.

რა უნდა გაგვეკეთებინა? ყველა სოფლის რწმუნებულს უნდა მისცემოდა კონკრეტული დავალება, თუ როგორ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია სოფლის მოსახლეობისთვის - იქნებოდა ეს საინფორმაციო ბროშურების დარიგება სახლებში, მეგაფონებით გამოცხადება სოფლებში შექმნილი ვითარების შესახებ, სოფლის ცენტრში შეკრებილ ხალხთან საუბარი, უფრო მკაცრი მოწოდება სადღესასწაულო თუ სამგლოვიარო თავშეყრის გადადების აუცილებლობაზე.

დღეს მარნეულის ქუჩებს მუნიციპალიტეტის მანქანებით სამღვდელოების წარმომადგენლები კი არ უნდა აკურთხებდნენ, არამედ სადეზინფექციო მანქანებით უნდა ხდებოდეს ქუჩების გაწმენდა!

სამწუხაროდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ არაფერი იციან იმის შესახებ, რომ ისინი კარანტინის ზონაში იმყოფებიან.

,,ლელო საქართველოსთვის’’ მოვუწოდებთ მთავრობას, ვიდრე ჯერ კიდევ გვიან არ არის, ყურადღებით მოეკიდოს იმ რეგიონებს, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად სახლობენ, იქნება ეს სამცხე-ჯავახეთი, კახეთი თუ მარნეულის მუნიციპალიტეტი. ვირუსი არ არჩევს ეროვნებას - ყველას ერთნაირად გვეხება.

ჩვენც არ ვარჩევთ ჩვენს მოქალაქეებს - ყველაზე ერთნაირად ვზრუნავთ!’’ - განაცხადა სოფიო შამანიდიმ, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა