ქართული ღვინო ადამიანებს ონლაინ სივრცეშიც აერთიანებს - „ღვინის ბიბლიოთეკის“ უპრეცედენტო წამოწყება

„ღვინის ბიბლიოთეკა“ მომხმარებლებს ახალ წამოწყებას სთავაზობს - ღვინის ონლაინ დეგუსტაციის პირველი ღონისძიება უკვე წარმატებით შედგა. უპრეცედენტო იდეა „ღვინის ბიბლიოთეკაში“ ორი მიზეზის გამო გაჩნდა - პირველი ქართველების მხრიდან ღვინის უსაზღვრო სიყვარულია, მეორე კი სოციალური პასუხისმგებლობის აღება, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსის გამო ხდება აუცილებელი.

სიტყვები: „ღვინის ონლაინ დეგუსტაცია“ დაუჯერებლად ჟღერს. თუმცა „ღვინის ბიბლიოთეკის“ გუნდმა პირველი ღონისძიება წარმატებით ჩაატარა. ვინაიდან გამოხმაურება ძალიან დიდი იყო და ამ წამოწყებამ უამრავი ღვინის მოყვარულის ყურადღება მიიპყრო, ღონისძიებას ყოველკვირეული სახე მიეცემა.

„ღვინის ბიბლიოთეკაში“ ამბობენ, რომ ღვინო - ეს არ არის უბრალოდ სასმელი, ეს ერთობაა. ჩვენი ახალი წამოწყებით კი ამ ერთობის მიღწევა თვითიზოლაციაშიც შესაძლებელი და ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ქართული ღვინო ადამიანებს ონლაინ სივრცეშიც აერთიანებს. „ღვინის ბიბლიოთეკის“ მარკეტინგის მენეჯერი, მარიამ ჩიქოვანი განმარტავს, თუ როგორ ტარდება ონლაინ დეგუსტაცია:

„ჩვენი კომპანია ღვინისა და მცირე მარნების პოპულარიზაციას უკვე მეორე წელია ეწევა და ღონისძიება „მეღვინის დღეს“ საკუთარი აუდიტორიაც ჰყავს. თუმცა ახლა, როდესაც შექმნილი ვითარების გამო, ხალხი ძირითადად სახლშია და ღონისძიებების ჩვეულ რეჟიმში ჩატარება შეუძლებელია, გადავწყვიტეთ ტრადიცია არ შეგვეჩერებინა და ღვინის ონლაინ დეგუსტაცია დაგვენერგა. ღონისძიებაზე, კონკრეტული მწარმოებელი წარმოადგენს ღვინის, რამდენიმე სახეობას. ამ დღისთვის, წარმოდგენილი ღვინოები განსაკუთრებულ ფასად იქნება შეთავაზებული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ღვინო შეარჩიოს და ჩვენ შეძენილ ღვინოს ღონისძიების დაწყებამდე სახლში უფასოდ მივუტანთ. საღამოს 20:00 საათიდან კი, ყველა მონაწილე, ინტერნეტის საშუალებით ჩაერთვება ონლაინ რეჟიმში, მეღვინე წარადგენს ღვინოებს, მონაწილეები კი დააგემოვნებენ მათ. სწორად ასე, ყველა ერთად , ლეპტოპებით, ტელეფონებით თუ სხვა საშუალებებით, ვიკრიბებით, მივირთმევთ ღვინოს, და ვსაუბრებთ მასზე. ახლა, განსაკუთრებულად გვჭირდება ერობა და გამხნევება, ქართული ღვინო კი ამის საშუალებას ონლაინ რეჟიმსა და ფორსმაჟორულ მდგომარეობაშიც იძლევა. 80 საუკუნეა, ქართველებს არ შეგვიწყვიტავს ღვინის წარმოება და არც მისი სმა. ქართულმა ღვინომ საუკუნეების მანძილზე უამრავ გამოწვევას გაუძლო და ახლაც, სრული შემართებით მზად ვართ გავუმკლავდეთ არსებულ სიტუაციას.

„ღვინის ბიბლიოთეკა“ ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს იწვევს, რისთვისაც აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა ბმულზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო