სამედიცინო ნარჩენების სწორი გატანა პანდემიებთან გამკლავებაში დაგვეხმარება

სამედიცინო ნარჩენების გატანა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც კოვიდ-19-ის აფეთქებისას განსაკუთრებით გასათვალისწინებელია.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მრავალი ქვეყნის მთავრობაში მწვავედ დაისვა სამედიცინო ნარჩენების გატანის საკითხი. სამედიცინო ინსინერატორები ჯანდაცვის სფეროში გამართული დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

სამედიცინო ნარჩენები, ნარჩენთა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმას წარმოადგენს, განსაკუთრებით, თუ ისინი გატანამდე შესაბამისად არ დამუშავდება. სამედიცინო ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტებს საავადმყოფოებიდან მრავალი ტიპის ნარჩენი გააქვთ, მათ შორისაა სახარჯი მასალები — ხელთათმანები, დამცავი აღჭურვილობა, და, რა თქმა უნდა, ბიოლოგიური ნარჩენები. აღნიშნული საგნები ხშირად მსუბუქია, მაგრამ მოცულობითი.

მასალათა დიდი ნაწილი ვერც სტანდარტულ მუნიციპალურ ნარჩენებში მოხვდება, ვერც საერთო ნაგვსაყრელებზე და ვერც ენერგო ობიექტებზე, რადგან იმ პათოგენების გასანადგურებლად, რომლებითაც შესაძლოა მასალა იყოს დაბინძურებული განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა და დიდი დროა საჭირო. ამასთან, ახლა კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი, თავდადებული სამედიცინო და ჯანდაცვის პერსონალი, დაცული უნდა იყოს დაინფიცირებული სამედიცინო ნარჩენებისგან და ამას სამედიცინო ნარჩენების გადამუშავების სათანადო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს.

სამედიცინო და საშიში ნარჩენების დამუშავებისა და გატანისთვის საჭირო რაოდენობის ობიექტები და რეგულაციები ბევრ განვითარებად აზიურ ქვეყანას არ გააჩნია. ხშირად საშიში ნარჩენები ღიად იწვება, ერევა მყარ მუნიციპალურ ნარჩენებს, უკანონოდ რეციკლირდება და იყიდება, უქადის რა მნიშვნელოვან საფრთხეს, როგორც მასთან უშუალო შეხებაში მყოფი გადამამუშავებლის ჯანმრთელობას, ასევე გარემოს.

ხშირად სამედიცინო ნარჩენების გადამუშავება მოძველებულ და არასათანადო ობიექტებზე მიმდინარეობს, შეზღუდული საშუალებებითა და დაცვის მექანიზმებით. ტოქსიკური გაზების ემისიის თავიდან ასაცილებლად და ნარჩენებისგან სუფთა ენერგიის მისაღებად აღნიშნული მოძველებული ობიექტები უნდა მოდერნიზდეს. აზიის განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობას ამ სისტემების განახლების საშუალება არ აქვს, რაც ადვილად მოგვარდებოდა სამედიცინო ნარჩენების მობილური გადამამუშავებელი ობიეტების შექმნით.

სამედიცინო ნარჩენების ობიექტების მოდერნიზაციის საჭიროება რეგიონული მასშტაბით არსებობს. ამის მიღწევა შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და ნარჩენების ღირებულებათა ჯაჭვში კომერციული სტრატეგიების ჩართვით.

რეგიონში სამედიცინო ნარჩენების გატანის გასაუმჯობესებლად შემდგომ 5 საშუალებას წარმოგიდგენთ:

  1. ტექნოლოგიის იდენტიფიკაცია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას სამედიცინო ნარჩენების გატანის ტექნოლოგიაზე შემუშავებული აქვს სახელმძღვანელო მითითებები. აღნიშნული ტექნოლოგიის საჭიროებისამებრ დანერგვა, შესრულების მხარდაჭერა, მარეგულირებელთა ცოდნით აღჭურვა და მდგრადი სამედიცინო ნარჩენების სისტემის შექმნისა და კერძო სექტორის ოპერატორთა მხარდაჭერა ADB-ს სამუშაოს ნაწილი გახლავთ. მართვის შესაძლებლობათა ზრდა და პათოგენების გადაცემის პრევენცია კრიტიკულია კოვიდ-19-ის დასამარცხებლად და მომავალი ეპიდემიებისაგან მოსახლეობის დასაცავად.

  1. დანერგვა

სამედიცინო ნარჩენების დამუშავების არსებული ობიექტების გასაუმჯობესებლად ან გასაძლიერებლად ხელმისაწვდომია კომერციული ტექნოლოგიები. იქ, სადაც ობიექტები ჯერ არ არსებობს, სასურველია ახალი ტექნოლოგიების გამოცდა და შესაძლო დანერგვა. აღნიშნულ ადგილებთან ახლოს უნდა არსებობდეს შესაბამისი მუშა ობიექტები, მომსახურების უწყვეტობის შესანარჩუნებლად. შეცვლილი მენტალობით შეგვიძლია შევქმნათ ნარჩენების დამუშავების ქსელი და ზოგიერთი სახეობის ნარჩენის ადგილზე განადგურების გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად, მოქნილად მიღება.

  1. სოფლის სტრატეგია

მცირე რეგიონულ ქალაქებშიც მწვავედ დგას სამედიცინო, საშიში, არარეციკლირებადი მუნიციპალური და დაბინძურებული სასოფლო- სამეურნეო ნარჩენების განადგურების საჭიროება, მაგრამ ხშირად ნარჩენების ცენტრალიზებულ პუნქტში ტრანსპორირება შეუძლებელია. მცირე კუნძულებსა და განვითარებად კუნძულოვან სახელმწიფოებში, ტრანსპორტირება ძვირია და მოითხოვს ბაზელის კონვენციასთან — ნარჩენების ტრანსნაციონალური გადატანის საერთაშორისო შეთანხმებასთან შესაბამისობას, რაც გულისხმობს საშიში ნარჩენების გადატანის პრევენციას განვითარებულიდან ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.

  1. ნარჩენების გატანა

სამედიცინო ნარჩენების დაწვის შედეგად მიღებული ნივთიერებები საშიშ ნარჩენებადაა მიჩნეული. ჰაერის დაბინძურების კონტროლის სისტემებისთვის გამონაბოლქვი გაზიდან აღებული წვრილი ფერფლის ანაფხეკი ფრთხილ მოპყრობას მოითხოვს, რადგანაც ის შესაძლოა ტოკსიკურ მასალებს შეიცავდეს. არსებული პრაქტიკაა საშიშ ნარჩენთა ნაგვსაყრელზე გატანა, რაც ხანგრძლივი თვალსაზრისით იდეალური არაა. უფრო ძვირადღირებული პროცესია ვიტრიფიკაცია, რაც ფერფლს კერამიკულ ფორმას აძლევს. ვიტრიფიკაციისთვის ობიექტები კომერციულად ხელმისაწვდომი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია, მაგალითად, იაპონიასა და საფრანგეთში. ამ საშიში ნარჩენის ტრანსპორტირება კომპლექსური და ძვირია.

  1. ინოვაციების ძიება

სამედიცინო და საშიში ნარჩენების გასანადგურებლად შესაფერისი საშუალებაა პლაზმური გაზიფიკაცია. აღნიშნული ანადგურებს სამედიცინო ნარჩენების ინსინერატორებიდან ნარჩენ ნივთიერებასაც. ფერფლი და სხვა დარჩენილი ნივთიერებები შეიძლება შეერიოს უფრო ენერგო-მყარ საწვავებს. პლაზმური გაზიფიკაცია ამ მასალებს ინერტულ კერამიკულ ფილად აქცევს. სავარაუდოდ, დროა მეტი ყურადღება დავუთმოთ პლაზმურ გაზიფიკაციას, როგორც ნაკლულ რგოლს გაუვნებელყოფის მიწოდების ჯაჭვში.

სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფა შესაძლოა გაუმჯობესდეს სამედიცინო ნარჩენების მიწოდების ჯაჭვის გადასინჯვითაც. ადგილობრივ ბაზრებზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით შესაძლებელია ვიმუშაოთ ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. რესურსების მხრივ შეზღუდული განვითარებადი ქვეყნების მთავრობებს შეუძლიათ კერძო სექტორთან იმუშაონ სამედიცინო ნარჩენების მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანი მართვისთვის უახლესი ტექნოლოგიებისა და სისტემების დასანერგად.

სამედიცინო ნარჩენების სწორი გატანა მყარი გაუვნებელყოფის სისტემების მეშვეობით გახლავთ პანდემიის წინააღმდეგ გეგმიური ბრძოლისა და მისი დამარცხების ძირითადი ნაწილი. თუ ამას კოვიდ-19-ის აფეთქებისას სათანადოდ გავითავისებთ, შემდეგი პანდემიების ნეგატიური შედეგები სამართავად გაცილებით მარტივი იქნება.

ფოტო: პაველ ჩერვინსკი

ავტორები:

სტეფან პეტერსი, ADB-ის ენერგეტიკის უფროსი სპეციალისტი

კრისტინ პ. ჩანი, ADB-ის ინვესტიციების უფროსი სპეციალისტი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს