შავლეგ მიშველაძე - საქართველოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები სრულ მზადყოფნაში ხვდებიან დღევანდელ უმთავრეს გამოწვევას

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, ქვეყნის უმსხვილესი ნავთობკომპანიები სრულად ახორციელებენ საკოორდინაციო საბჭოს მითითებებს და იმავდროულად, ყოველდღიურად, დაუღალავად და პირუთვნელად დგანან თითოეული მოქალაქის სამსახურში“ , - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე.

მისი თქმით, ბრენდული ბენზინგასამართი სადგურები ადაპტირდა COVID 19-სგან თავდასაცავი პირველადი საშუალებებით.

“სოციალური პასუხისმგებლობა და მაღალი სამოქალაქო შეგნება უკვე წლებია ბრენდული ნავთობკომპანიების ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ასე იყო ქვეყნისათვის რთულ ყველა ეტაპზე - ასეა ახლაც! განსხვავებაა ისაა, რომ დღეს სერვისთან, უსაფრთხოებასთან და ხარისხთან ერთად, უპირველეს სიბრტყეზე მომხმარებლის - თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობამ გადმოიწია. უმოკლეს ვადებში, მცირე შეფერხებებისა და ლოგისტიკური სირთულეების დაძლევის შემდეგ ბრენდული გასამართი სადგურები ადაპტირდა COVID 19-საგან თავდასაცავი პირველადი საშუალებებით. მთელი საქართველოს მასშტაბით გასამართ სადგურებზე განთავსდა სადეზინფექციო სითხეები, პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები, ხელთათმანები. პერსონალს დამატებით განემარტა თავდაცვის თითოეული საშუალების მნიშვნელობა. სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, მომხმარებლების უსაფრთხო კომფორტის უზრუნველსაყოფად, ბრენდული ნავთობკომპანიები საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ გასამართი სადგურების თანამშრომელთა ტრანსპორტირებას როგორც ავტომაგისტრალების მიმდებარე ობიექტებზე, ისე სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. შეფერხების გარეშე მიმდინარეობს ნავთობპროდუქტების იმპორტი, შიდა ლოგისტიკური გადანაწილება და მიწოდება გასამართ სადგურებამდე. მომწოდებელი ქარხნების ქვეყნებში მოვლენების შესაძლო განვითარების მიხედვით დამუშავებულია ნავთობპროდუქტების მოწოდების ალტერნატიული მარშრუტები“, - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო