ინდოეთმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე 21-დღიანი კარანტინი გამოაცხადა

ინდოეთმა ქვეყნის ყველა შტატში 21-დღიანი კარანტინი გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გამოაცხადა, რომ შუაღამიდან „სრულიად აიკრძალება სახლებიდან გასვლა.

„არც იფიქროთ სახლებიდან გასვლაზე 21 დღის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი დისტანციის დაცვა ერთადერთი გზაა ვირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად.

ნარენდრა მოდის თქმით, ზოგიერთმა მოქალაქემ არასწორად გაიგო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და ბოლო დღეების განმავლობაში უპასუხისმგებლოდ იქცეოდა. პრემიერ-მინისტრმა 2 მილიარდ დოლარიანი ფონდის შექმნის შესახებაც განაცხადა, საიდანაც თანხები ვირუსთან ბრძოლას და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განახლებას მოხმარდება. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ინდოეთში კრონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი და გარდაცვლილია 10 ადამიანი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს