თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპევტი - მარნეულიდან ჩამოყვანილი 62 წლის ქალის პარამეტრები ცოტა უმჯობესდება, მაგრამ ვფრთხილობთ, მდგომარეობა ისევ ძალიან მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპევტის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათთან მოთავსებული 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა.

როგორც ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მათ კლინიკაში მოთავსებული 12-ვე პაციენტი საყურადღებოა, რადგან თერაპევტის თქმითვე, ისინი ერთი დღე კარგად არიან, მეორე დღეს კი მდგომარეობა ისევ რთულდება.

„საყურადღებო გახდა 80 წლის ქალბატონი, რომელიც მანამდეც ჩვენთან მკურნალობდა, მას მაღალი ტემპერატურა აქვს. ყველას, 12-ვე პაციენტს, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულები, ინტენსიური მეთვალყურეობა და მკურნალობა სჭირდებათ. ერთი დღე უკეთესად არიან, შემდეგ ისევ რთულდება მდგომარეობა. დინამიკა საკმაოდ დატვირთულია. 62 წლის ქალბატონის მდგომარება შედარებით დამძიმდა. ისედაც ვამბობდით, რომ საშუალო სიმძიმის იყო და უფრო დამძიმდა“, - განაცხადა ტურძელაძემ.

რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალსა და მისი ოჯახის წევრებს, როგორც ტურძელაძე აღნიშნავს, ამ ქალის მდგომარეობა საყურადღებოა, მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა კი სტაბილურია.

„არის დედა, ორი შვილი და კიდევ ერთი ნათესავი, მეც ამ ოჯახში შევდივარო, ასე ამბობს. ერთი ახალგაზრდა ბიჭია, სამი ქალბატონია. 55-ის, 25-ის, 18-ის და 16 წლის არიან. დედის და ორი შვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ნათესავი ქალბატონის უფრო მსუბუქია. 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, პარამეტრები ცოტა უმჯობესდება, ძალიან გვიხარია, მაგრამ ვფრთხილობთ, მდგომარეობა ისევ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, თუმცა, სტაბილური. წყაროს ძიება მიმდინარეობს, თუ რით დასნებოვნდა 62 წლის ქალბატონი, რომელიც აპარატულ სუნთქვაზეა ახლა, პირველი კონტაქტი დაზუსტებული არ არის“, - აცხადებს ტურძელაძე.

მისივე განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 18 ანალიზიდან ყველას პასუხი უარყოფითია. დღეს დილით კი, 11 პაციენტის ანალიზები გაგზავნეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს