„სილქნეტი“ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში შეფერხების გარეშე მუშაობს

„სილქნეტი“ უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ხალხის და ქვეყნის სამსახურში დგომას. დიდწილად ამ კომპანიის პროფესიონალებზეა დამოკიდებული დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერნეტისა და სხვა სერვისის შეუფერხებელი მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„სილქნეტის“ თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული. დასაფასებელია კომპანიის მთელი რიგი სამსახურების თავდადება და ენთუზიაზმი, მათ შორის კონტრაქტორი კომპანიების, რომლებიც ურთულეს ვითარებაში, მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.

„სილქნეტი“ თბილისსა და რეგიონებში 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს დაკაბელების, ინსტალაციის და სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის, რომ ამ დღეებში კომპანია, საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად უზრუნველყოფს მარნეულსა და ბოლნისში აბონენტების მომსახურებას. სამონტაჟო ბრიგადები და მეკაბელეები სრულად არიან აღჭურვილი ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ეკიპირებით. სპეციალისტებს ყოველდღიურად ურიგდებათ პირბადეები, ბახილები, ხელთათმანები, კომპანიის ოფისი და აღჭურვილობა საგანგებოდ მუშავდება სპეციალური ხსნარით. ამჟამად, შესაბამისი ეკიპირებით უზრუნველყოფილი ათკაციანი ჯგუფი საკარანტინო ზონაში- მარნეულსა და ბოლნისში იმყოფება და სილქნეტის დაკვეთით მობილური და ფიქსირებული ქსელის ინფრასტრუქტურის მონიტორინგს და სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ასრულებს.

კომპანია „სილქნეტი“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს.

მეტი პრევენციისთვის, დროებით შეჩერებულია ყველა სერვის ცენტრის მუშაობა, აეროპორტების ჩათვლით. თბილისისა და რეგიონების ადმინისტრაციულ შენობებსა და მომსახურების ოფისებში ტარდება პერიოდული დეზინფექცია და უსაფრთხო გარემოა შექმნილი იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც უწევს ოფისებში, სადგურებში მორიგეობა.

„სილქნეტი“ ფეხდაფეხ მიჰყვება ყველა იმ საჭიროებას, რითაც შეუმსუბუქებს მოქალაქეებს ვირუსით გამოწვეული საგანგებო რეჟიმს.

პირველივე დღეებში კომპანიამ ფიქსირებული და მობილური ქსელიდან უფასო გახადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი და არსებული 10 ფიქსირებული სატელეფონო ხაზი, 40 არხით შეავსო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერი - 116 001 სილქნეტის ქსელში 50 არხით ფუნქციონირებს და სრულიად უფასოა მოქალაქეებისთვის.

„სილქნეტის“ ნებისმიერი ქსელიდან უფასოდ უკავშირდებიან მსურველები ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 და ინფექციური საავადმყოფოს ნომერზე 595 395 566.

წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცა სპეციალურად შექმნილი COVID-19-ის ცხელი ხაზის ნომერი 0 800 000 018, რომელიც, უფასოა როგორც აბონენტისთვის, ისე წითელი ჯვრისთვის.

24-საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი 2100100, სადაც შესაძლებელია, როგორც საინფორმაციო, ისე ტექნიკური მომსახურების მიღება. აქტიურია პორტალი mysilknet.com - რომელიც ერთგვარი ვირტუალური სერვის ცენტრია მომხმარებლებისთვის, სადაც საკუთარ ანგარიშებს თავად მართავს აბონენტი, ამოწმებს ბალანსს, ახდენს ანგარიშწორებას, პაკეტის აქტივაციას. მობილურის ბალანსის შემოწმება, შევსება, სიახლეების, აქციების თვალის მიდევნება, პაკეტების გააქტიურება, ონლაინ დახმარების მიღება შესაძლებელია ასევე პორტალიდან და აპლიკაციიდან My Silknet. ბალანსის შესამოწმებლად საკმარისია კომბინაციის USSD *100#ok აკრეფვა, ხოლო ინტერნეტ პაკეტების დეტალურად ნახვა კომბინაციით *135#ok არის შესაძლებელი. მომხმარებლების განკარგულებაშია ვებ გვერდი www.silknet.com; ვებ-ჩატი (ონლაინ დახმარება) და ფეისბუქის მესინჯერი.

ნებისმიერი მოწყობილობით, ინტერნეტ წვდომის შემთხვევაში, საყვარელი გადაცემების, სპორტის და ფილმების ყურება შესაძლებელია აპლიკაციით Silk Go. პორტალზე http://www.silktv.ge/ ამ სერვისით სარგებლობა მათაც შეუძლიათ, ვინც სილქნეტის აბონენტი არ არის.

კომპანია „სილქნეტი“ ზრუნავს, რომ მომხმარებელს მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი აქციები შეთავაზოს, მიაწოდოს სერვისი შეუფერხებლად და აბონენტებმა ისარგებლონ ფასდაკლებებით.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო