ამირან გამყრელიძე - დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ - საუკეთესო მეთოდი ეპიდემიის ასაცილებლად სოციალური დისტანცირებაა

ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ დაახლოებით ერთი კვირა, 10 დღე, ჩვენ კიდევ ვიქნებით პრე-კრიტიკულ ფაზაში და ამის შემდეგ შეიძლება შევიდეთ კრიტიკულ ფაზაში , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად გახანგრძლივდეს ეს დრო.

"ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ დრო და შევამოკლოთ დღეეების რაოდენობა კრიტიკული ფაზისა, რომ მაქსიმალური ახალი შემთხვევების რაოდენობა, რაც შეიძლება ცოტა დღის განმავლობაში გვქონდეს, რადგან ძალიან დიდი დაწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სისტემაზე. შემთხვევები გვაქვს, გვექნება, გაიზრდება, სასურველია იყოს ერთეული და ერთი ან ორი ათეული და არა რამდენიმე ათეული და ასეული. მთავარი მიზანი დღეს, ამას მარტო სახელმწიფო ვერ გააკეთებს, საზოგადოება თუ არ ამოუდგა გვერდით. მიხარია, რომ ეს სოლიდარიზმი არსებობს. საუკეთესო მეთოდი რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არის სოციალური დისტანცირება", - განაცხადა გამყრელიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია