ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი - გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი - მას ჯვართამაღლებას წირვა არ ჩაუტარებია და არც შეხება ჰქონია მრევლთან

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ინფორმაციით, ეპარქიაში ინფიცირებული სასულიერო პირი დეკანოზი იოსებ მინდიაშვილია.

როგორც მეუფე საბამ აღნიშნა, დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს ქართველ მრევლთან შეხება არ ჰქონია და მისი დაინფიცირების წყარო უცნობია, მაგრამ ეს სავარაუდოდ, ამერიკელი მოსახლეობისგან მოხდა. მისივე თქმით, დეკანოზს ვირუსის მძიმე ფორმა არ აქვს და მისი მდგომარეობა თითქმის დასტაბილურებულია.

„კორონავირუსის ინფექცია ჩვენს ეპარქიასაც შეეხო და ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი. დღევანდელ დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ დავმალოთ არაფერი და ნებისმიერი სიმპტომის თუ ვირუსის დადგენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა თქვა, რომ გაუფრთხილდე შენი ოჯახის წევრებს. დაინფიცირებული სასულიერო პირი არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი, მას არ აქვს მძიმე ფორმა ვირუსის და თითქმის უკვე დასტაბილურებულია. მას ჯვართამაღლებას წირვა არ ჩაუტარებია და არც ამ პერიოდში შეხება ჰქონია მრევლის წევრებთან.

ჩვენ მაინც ვაფრთხილებთ იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდათ მამა იოსებთან, რომ გაუფრთხილდეთ თავიანთ თავს და მიაქციოთ ყურადღება, ვინაიდან, ჩვენ არ ვიცით, თუ საიდან დაინფიცირდა მამა იოსები, თუმცა ეს მოხდა არა ქართველ მრევლთან შეხების დროს არამედ ამერიკაში მცხოვრებ სხვადასხვა ადამიანებთან,“ - აღნიშნა მეუფე საბამ.

იხილეთ ვიდეო: ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი - გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში