კომპანია "ენსისი" ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს

კომპანია "ენსისი" ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კომპანიაში სამშენებლო პროცესები შექმნილი გარემოებების მიუხედავად გრძელდება და ამავე დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ "ენსისი" ძალისხმევას არ იშურებს, რათა არ შეფერხდეს ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დედაქალაქისთვის და მისი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული სამუშაოების დროული და ხარისხიანი შესრულება.

„სამშენებლო სამუშაოები ყველა ობიექტზე მაქსიმალური დატვირთვით მიმდინარეობს, მათ შორის გლდანში - ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სწრაფად დასრულება კომპანიისთვის პრიორიტეტულია. გლდანში დღეს ჩატარდა ასფალტ- ბეტონის დაგების სამუშაო. გარდა აღნიშნული ობიექტისა, კომპანია "ენსისი" ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის, დედაენის და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მცხეთაში, მდინარე მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას, გურჯაანის პარკის რეაბილიტაციას, აპოლონ ქუთათელაძის სახელოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ცენტრალური სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციას და სხვა“, - აცხადებენ "ენსისი"-ში.

ამასთან, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვის შესახებ, რამაც გაართულა როგორც ობიექტებისთვის საჭირო მასალის შესყიდვა, ისე პერსონალის დროული მობილიზაცია.

"მიუხედავად აღნიშნულისა, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ეს არ აისახოს პროექტების გეგმა-გრაფიკზე. კომპანია ასევე ზრუნავს მისი ასობით თანამშრომლის კეთილდღეობაზე და ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა მათგანმა დროულად მიიღოს კუთვნილი ხელფასი და სრულფასოვნად იქნეს დაცული მოთხოვნილი სანიტარული და უსაფრთხოების ზომები, როგორც უშუალოდ სამშენებლო ობიექტებზე, ისე მათი ტრანსპორტირებისას“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, კომპანია "ენსისი" საქართველოში 2009 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს შესრულებული.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო