ტოიოტა კავკასიამ კორონავირუსთან საბრძოლველად 50 000 ლარი გამოყო

ტოიოტას ოფიციალურმა წარმომადგენლობამ კავკასიის რეგიონში „ტოიოტა კავკასია“-მ სამოქალაქო და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყანაში გავრცელებულ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, StopCov-ის სახელმწიფო ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა.

„ეს არის ის მცირედი, რითაც დღეს ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულ რთულ ვითარებაში თანადგომა გამოვხატოთ, თუმცა მთავარი რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა.

სოციალური დისტანცირება და მაქსიმალური ყურადღება ყოველი ჩვენგანის მხრიდან არის ის, რითაც ვირუსის დამარცხებას მინიმალური დანაკარგებით შევძლებთ.

ამიტომაც, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია. აქვე, გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას იმ ადამიანების გმირული თავგანწირვის მიმართ, რომლებიც დღეს ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზზე მაღალ დონეზე ასრულებენ პროფესიულ საქმიანობას!“ - აღნიშნეს კომპანიაში.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს