ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი „ჯი-ემ-თი ჯგუფს“ სასტუმრო „მოქსი თბილისის“ საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმობისთვის მადლობას უხდის

„ჯი-ემ-თი ჯგუფმა“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სასტუმრო „მოქსი თბილისი“ საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად სასტუმრო „მოქსი თბილისის“ თანამშრომლებსა და მენეჯერებს შეხვდა. სასტუმროს პერსონალს ტრენინგი ჩაუტარდა და თითოეული თანამშრომელი იმ სავალდებულო პროცედურებს გაეცნო, რომელიც კარანტინის დროს უნდა დაიცვან.

სასტუმრო „მოქსი თბილისი“ 130 ნომრისგან შედგება. „ჯი-ემ-თი ჯგუფმა გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობას მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო „მოქსი თბილისი“ სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო, რათა საქართველოში ახალი კორონავირუსის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. ჩვენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აღნიშნულ სასტუმროს საკარანტინო ზონად გამოვიყენებთ. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად სასტუმროს მმართველებს და პერსონალს ის პროცედურები გავაცანით, რომელიც სავალდებულოა, რომ ერთობლივად დავიცვათ, როგორც სასტუმროს შიგნით, ასევე მის გარეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „ჯი-ემ-თი ჯგუფს“. მათ განსკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინეს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სხვა სასტუმროებს, რომ შეძლებისდაგვარად ჩაერთონ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის პრევენციას გულისხმობს,“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო ზონები 63 სასტუმროშია შექმნილი, სადაც ჯამში 4 147 მოქალაქეა განთავსებული „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროსთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა